საქართველოს გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი არამხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად მსოფლიოში - თორნიკე სულაბერიძე
ICT Association of Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე სულაბერიძის განმარტებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად ყალიბდება. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა, 2025 წელს მშპ-ში დარგის წილმა 8.2% შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.02% იყო.
„ჩვენი სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პრიორიტეტული სექტორია საქართველოს ეკონომიკაში. და ის ფაქტი, რომ უკვე 2025 წელს ჩვენმა სექტორმა შეადგინა 8,2% მშპ-ში, 2019 წელს იყო 0,02%. შთამბეჭდავია ის ზრდა, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. ამას რამდენიმე ფაქტორი გააჩნია. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ გაგვაჩნია საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რამაც მიმზიდველი გახადა საქართველო პირველ რიგში ტექნოლოგიური კომპანიებისათვის, იმისათვის რომ გადმოსულიყვნენ საქართველოში. და ეს კანონმდებლობა ჯერ კიდევ 2020 წელს მივიღეთ და ამან ძალიან დიდი ბუსტი მისცა საქართველოს. ყოველთვის არის ხოლმე საუბარი ამაზე, თუ რატომ გადმოდიან კომპანიები საქართველოში და ამას სამი მიზეზი, სამი ფაქტორი გააჩნია, თუ რატომ ირჩევს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია ქვეყანას იმისათვის, რომ მოახდინოს ოპერირება“, - აღნიშნა სულაბერიძემ.
თორნიკე სულაბერიძე განცხადებით, საქართველოს ICT სექტორის სწრაფი ზრდა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსზეა დაფუძნებული, რომელიც ტექნოლოგიურ ბიზნესს 5%-იან საგადასახადო შეღავათს სთავაზობს. მისი თქმით, 2023 წელს რეგიონში გადმოსული კომპანიების ეფექტმა რეკორდული ზრდა გამოიწვია, თუმცა 2025 წელმა აჩვენა, რომ სექტორის პროგრესი მხოლოდ ერთჯერადი ფაქტორით არ იყო განპირობებული.
„როდესაც კომპანია გადმოდის საქართველოში, უყურებს სამ გარემოს, ერთი არის ბიზნეს გარემო - როგორი არის სიმარტივე და რა საგადასახადო შეღავათებია ვთქვათ ტექნოლოგიების კუთხით, და ამ კუთხით ეს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი საშუალებას აძლევს, რომ 5%-იანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ. მეორე, ეს არის ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. და მესამე, რაც ყველაზე მთავარია ჩვენს სექტორში - ეს არის ადამიანური რესურსი.
ამ ყველა კომპონენტში იმ მომენტისათვის საქართველო მზად დახვდა და მოგეხსენებათ, რომ უდიდესი ბიძგი იყო გამოწვეული ომის შემდგომი ფაქტორით. ომი რომ დაიწყო უკრაინაში, ბევრმა კომპანიამ დახურა თავისი ოპერაციები რუსეთში და უყურებდა რეგიონს, და საქართველო მზად დახვდა იმ ნაკადებს, იმ კომპანიებს, რომ გადმოსულიყვნენ და აქედან დაეწყოთ ოპერირება.
ამ ეფექტმა, კომპანიების გადმოსვლამ, მიგრაციული ნაკადების ეფექტმა განაპირობა ის, რომ 2023 წელს ჩვენ გვქონდა პიკური, რეკორდული ზრდა ტექნოლოგიურ სექტორში ექსპორტის თვალსაზრისით და ზოგადად ბიზნესის აუთფუთის კუთხით. თუმცა მერე შევხედეთ, რომ ეს ეფექტი მილევადი იყო, მაგრამ 2025-მა წელმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი. იმიტომ რომ სწორმა პოლიტიკამ და იმ რესურსების დახარჯვამ, როგორც ადამიანურ რესურსებზე, ინფრასტრუქტურაზე და საკანონმდებლო ჩარჩოებზე, კვლავ დაუბრუნა ზრდა ჩვენს სექტორს და 2025 წელს იმ 2023 წელზე უკეთესი შედეგები და მაჩვენებლები გვაჩვენა. და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ამოგვიწურია ის პოტენციალი და საქართველოს გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ ნამდვილად გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად მსოფლიოში“, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.
სხვა სიახლეები
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
07.04.2026.13:59
საქართველოს ბანკი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მოგზაურობის ბილეთები ნაწილ-ნაწილ გადახდით შეიძინონ და დაგეგმონ მოგზაურობა მარტივად.
აღნიშნული შეთავაზება მოქმედებს tktfly.ge-ზე - მომხმარებლებს შეუძლიათ ბილეთები დღესვე შეიძინონ, ხოლო გადახდა მომდევნო თვიდან დაიწყონ.
ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას სასურველი ნივთი ან მომსახურება დღესვე მიიღოთ და მისი ღირებულება 4 თვეზე გადაანაწილოთ ისე, რომ ჯამური ღირებულება არ გაგიძვირდეთ (ეფექტური 0%). სურვილის შემთხვევაში, ნაწილს გადაიხდით ახლა, დანარჩენს კი გადაანაწილებთ.
ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადახდისას იხდით ზუსტად იმ თანხას, რაც ბილეთის ღირებულებაა.