საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი ძირითადი მიმართულებით უნდა იმუშაოს, დივერსიფიკაცია და რეგიონული თანამშრომლობა - ჯეფრი საქსი
„ჩემი მთავარი რეკომენდაციაა - რეგიონული თანამშრომლობა. ეს თავისთავში მოიცავს რეალური ეკონომიკის ფარგლებში თანამშრომლობას - ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, ენერგოსისტემას, ციფრულ ქსელსა და სატრანსპორტო სისტემას," – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა, ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
ჯეფრი საქსმა რეგიონული თანამშრომლობის განსაკუთრებით მზარდ როლს გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ახლა თანამშრომლობის განსაკუთრებული მიზეზი აქვთ, რაც მსოფლიოს წაადგება.
„მინდა ვხედავდე ცოცხალ ჩრდილო-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნებს. ეს სასარგებლო იქნება როგორც სამხრეთ კავკასიისთვის, ისე - მთლიანად მსოფლიოსთვის. სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - რომლებიც, ყოველთვის ვერ ახერხებდნენ თანამშრომლობას, ახლა საამისოდ განსაკუთრებული მიზეზი აქვთ. ციფრული ერის, მულტიპოლარული ეპოქის, AI ტექნოლოგიების, სავაჭრო მარშრუტების ცვლილების, დოლარის როლის შემცირების, ჩინეთის ზრდის, სარტყელისა და გზის ინიციატივის ფონზე, ჩნდება ახალი გამოწვევები და ინიციატივები, რომლებიც მხოლოდ ერთი ქვეყნის დონეზე ვერ გადაწყდება,"- აღნიშნა მან.
კოლუმბის უნივერსიტეტის პროფესორმა მიმართვაში მომავლის ინიციატივაც გააჟღერა, რაც რეგიონულ ვალუტას უკავშირდება. ჯეფრი საქსის შეფასებით აქტუალობას 5-10 წელში შეიძენს.
სხვა სიახლეები
03.10.2025.19:17
კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით და სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, გაიმართა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფორუმი – Networking Georgia. ღონისძიებამ 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია გააერთიანა. 2 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ურთერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
სტუდიო ლიბერთის წარდგენით , ღონისძიების სპიკერმა ალექს ჩიქოვანმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის დამფუძნებელმა და CEO- მ ისაუბრა თანამედროვე ბრენდინგის მნიშვნელობაზე და მისი განვითარებისა და პოზიციონირების ახალ ტენდენციებზე.
,,სტუდიო ლიბერთის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნეს იდეების გაცვლასა და საქმიანი პარტნიორობის გაძლიერებას.
„Networking Georgia, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ერთ სივრცეში თავმოყრის კარგი გამოცდილებაა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა და იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესის ზრდას, არამედ თანამშრომლობის გაღრმავებას და პროფესიული განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას ემსახურება,“ - ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სტუდიო ლიბერთი ეს არის, ლიბერთი ბანკის ახალი, პრემიუმ ბანკინგის მიმართულება.
სტუდიო ლიბერთიში მარტივად, ბარიერების გარეშე შეგიძლია მიიღო გამორჩეული, პრემიალური მომსახურება როგორც შენი ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად.