მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და საბანკო სექტორი მაქსიმალურად არიან მოტივირებულნი, მხარი დაუჭირონ ენერგეტიკის განვითარებას - მინდია საბანაძე

news image

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და საბანკო სექტორი მაქსიმალურად არიან მოტივირებულნი, მხარი დაუჭირონ ენერგეტიკის განვითარებას, - ამის შესახებ განცხადება IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მინდია საბანაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლის თემაც ქვეყნის ენერგეტიკის პოლიტიკა იყო. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა და კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს ენერგეტიკის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. 

როგორც ფორუმის დასრულების შემდეგ მინდია საბანაძემ განაცხადა.  ენერგეტიკისადმი არსებულმა მიდგომამ ბიზნესაქტივობის მკვეთრი გამოცოცხლება გამოიწვია.

„ვფიქრობ, რომ ახლა აღარავინ აღარ დავობს იმაზე, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება. აღსანიშნავია სახელმწიფოს დადებითი როლი გამჭვირვალობის კუთხით და ის, რომ აბსოლუტურად საერთო თამაშის წესები ჩამოაყალიბა. გამჭვირვალობა არის ნომერ პირველი, რაც შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს და ორივე, ეკონომიკის სამინისტროც და საბანკო სისტემაც საქართველოში ძალიან მოტივირებულია, რომ მხარი დაუჭიროს ენერგეტიკის განვითარებას. ამან გამოიწვია ძალიან გამოცოცხლება ბიზნეს სექტორის ენერგეტიკის კუთხით.

ჩვენ ამ სფეროს საკმაოდ დიდი ხანია ვუყურებთ და აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებებით ვითარდებით. აღსანიშნავია ორი ფაქტორი: ერთია, რომ ნორმატიული აქტები ცოტა უფრო სწრაფად რომ ჩამოყალიბდეს და მეორე, „გეზეშზე“, რაც ხშირად დროში ძალიან იწელება, თუ შეიძლება რომ გამარტივებული წესით მივუდგეთ“, - განმარტავს IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

მინდია საბანაძის განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში ახალი ინიციატივები, მათ შორის ქონების გადასახადის ლოკალურად დატოვების პრინციპი და შავი ზღვის ენერგეტიკული პროექტი ინვესტორთა მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის. ბიზნესმენის თქმით,  აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს სექტორის უფრო სწრაფ განვითარებას, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკაში.

„სახელმწიფომ შეიმუშავა ძალიან კარგი პროგრამა ქონების გადასახადის ადგილობრივად, ლოკაციურად დატოვების პრინციპები, რაც მოტივაციას უზრდის ადგილობრივ მოსახლეობას, ნაკლებად ხელოვნურად შექმნილი პრობლემებით გამოვიდნენ ხოლმე ამ პროექტების წინააღმდეგ და ეს ძალიან სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით ეს ეხება ჰიდროელექტროსადგურებს.

არ შეიძლება არ აღვნიშნო  ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი - შავი ზღვის ენერგოკაბელთან დაკავშირებით. მართლა სენსაციური მოვლენა იყო, ძალიან კარგად განვითარდა, ძალიან კარგად მიდის. ეს კიდევ მოტივაციას უზრდის ენერგოსექტორში მოთამაშე ბიზნესს, რათა უფრო აქტიური გახდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სისტემიდან გათიშვების წესებისა და თანმიმდევრობის მკაფიოდ განსაზღვრა, რაც მზის, ქარისა თუ სხვა ტიპის სადგურებს შეეხება.

ინვესტორისთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება, როდესაც არ არსებობს გარანტია, მოხდება თუ არა მისი ობიექტის ქსელიდან გათიშვა. ეს პირდაპირ კავშირშია გენერირებული ენერგიის რეალიზაციასა და იმ შემოსავლის მიღებასთან, რაზეც საინვესტიციო პროექტია გათვლილი.

ამრიგად, შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა აქტუალური თემა, ყოველგვარი მტკივნეული საკითხის გვერდის ავლის გარეშე. საბოლოო ჯამში, შედგა საკმაოდ ნაყოფიერი და ღია დისკუსია“. - განაცხადა მინდია საბანაძემ,

მისივე თქმით, შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.

„ფაქტობრივად გავდივართ იმ ბაზარზე, რომელიც არის ძალიან მაღალმსყიდველუნარიანი. ევროპის ბაზარზე გასვლა არ არის სახუმარო საქმე. ოღონდ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ამ კაბელში მხოლოდ ჩვენი წარმოებული ენერგია გავა. აქ არის აზერბაიჯანიც. მოკლედ, ვხდებით საერთაშორისო მოთამაშე. დარწმუნებული ვარ  ეს კაბელი სულ ცოტა ხანში აღარ ეყოფა და კიდევ იქნება დამატებითი კაბელის ჩადება საჭირო შავი ზღვის ფსკერზე“, - განმარტავს მინდია საბანაძე.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ენერგეტიკის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის - გიორგი მირცხულავა

17.04.2026.23:09

„სასიხარულოა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დახვეწა, შეიმუშავა და მივდივართ ენერგეტიკის სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის შესრულების მიხედვით. ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ქვეყნისთვის, არამედ სექტორში მომუშავე სამშენებლო კომპანიებისთვის, დეველოპერებისთვის, რადგან ჩვენ ყველა  ვხვდებით, თუ რა იქნება ის პრიორიტეტი, რომელსაც ქვეყანა უახლოეს ხანში განახორციელებს“, - განაცხადა კომპანია „ბემონის“ მმართველმა დირექტორმა გიორგი მირცხულავამ. 

ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვასა და სტრატეგიაზე, მიმდინარე რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. 
გიორგი მირცხულავას შეფასებით, დარგის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შეხვედრები, სადაც მთელი ენერგოინდუსტრიის მიერ ხდება სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივების დეტალური გაანალიზება. 
„ენერგეტიკის სექტორისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ არსებობდეს ჩარჩო მიდგომა, თამაშის წესები იყოს ნათელი, რისკენ მივისწრაფვით -  ამისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს კარგად გააზრებული, შეთანხმებული და გაზიარებული ყველა მოთამაშესთან. მხოლოდ ეს მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომ ქვეყანა გახდეს არა იმპორტზე დამოკიდებული, არამარტო თვითკმარი, არამედ შეძლოს თავისი ენერგოპროდუქციის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. შესაბამისად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის, დაგეგმილი - ჰიდრო, ქარის, მზის ენერგოპროექტები ჩვენ ამისკენ მიგვიყვანს. მაგრამ თუ გვინდა, რომ ამ მიზანთან გამარჯვებით მივიდეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ გეგმის მისაღწევად“, - აღნიშნა კომპანია ბემონის“ მმართველმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა