მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

საქართველოს ეკონომიკის ძლიერი ზრდა ნარჩუნდება — აზიის განვითარების ბანკი

news image

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ ზრდას შეინარჩუნებს.

აზიის განვითარების პროგნოზის 2025 წლის სექტემბრის ანგარიში, ADB-ის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური პუბლიკაცია, პროგნოზირებს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წელს 7.0%-ით გაიზრდება, აპრილში პროგნოზირებული 6.0%-ის ნაცვლად, ხოლო 2026 წელს ზრდა 5.0%-ზე შენარჩუნდება. ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალ პროდუქტიულობას ასახავს, ასევე – კერძო მოხმარების მდგრადობა და უცხოელი ინვესტორების გაორმაგებული რეინვესტირება.

„საქართველოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა გლობალური რისკებისა და გაურკვევლობის პირობებში მომავლისთვის დადებით მოლოდინებს გვიჩენს. ქვეყანა მეტად ისარგებლებს სტრატეგიული მდებარეობისა და საგზაო ქსელის გამოყენებით მეტი ვაჭრობისა და სატრანზიტო ტვირთების მოსაზიდად, ამასთან გააღრმავებს რეფორმებს თავისი მოქალაქეებისთვის უფრო სტაბილური გრძელვადიანი ზრდის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.

ინფლაციის პროგნოზები უცვლელი რჩება — 2025 წელს 4.0% და 2026 წელს 3.0%, როგორც აპრილში იყო ნავარაუდევი. ამას ხელს უწყობს გლობალურად საწვავის ფასების კლება, მოძლიერებული ლარი და გონივრული ფისკალური პოლიტიკა. აშშ დოლარის დასუსტებამ 2025 წლის პირველ ნახევარში ლარი 3.5%-ით გაამყარა, ხოლო ფისკალური დეფიციტი მშპ-ის 3.0%-ის ფარგლებში დარჩა. საჯარო ვალმა მშპ-ის 35% შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის სექტორიც გაფართოვდა. 2025 წლის პირველ ნახევარში საქონლის ექსპორტი 13.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი — 12.4%-ით. ავტომობილების რეექსპორტმა, რომელიც უცხოური ვალუტის მთავარი წყაროა, 30.3%-ით მოიმატა. თუმცა, 2025 წლის აპრილში აშშ-ში შემოღებულმა 25%-იანმა ტარიფმა იმპორტირებულ ავტომობილებზე შესაძლოა გაზარდოს მეორადი ავტომობილების ფასი და შეამციროს საქართველოს რეექსპორტი. მიუხედავად ამისა, მომსახურების სფეროში ზრდა — განსაკუთრებით ტურიზმში, ტრანსპორტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში, რასაც სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი უწყობს ხელს — სავარაუდოდ, შეამსუბუქებს საქონლის ექსპორტზე მომავალში მოსალოდნელი შენელების გავლენას. 

ტურიზმის შემოსავლები, 2024 წლის რეკორდულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, წლიურად 3.8%-ით გაიზარდა, ხოლო მომსახურების ექსპორტმა მთლიანობაში 10.2%-ით იმატა, რაც ადასტურებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული მარშრუტის მზარდ როლს ტრანსკასპიურ ვაჭრობასა და ტვირთბრუნვაში.

აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან გაზრდილმა გადარიცხვებმა 2025 წლის პირველ ნახევარში ფულადი გზავნილები 3.5%-ით გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გზავნილები 26.5%-ით შემცირდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 7.7%-ით შემცირდა სხვადასხვა დარგში სუსტი ინვესტირების გამო, გარდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებისა, თუმცა რეინვესტიციების წილი მაღალი — 83.6% დარჩა.

ზრდის შემაფერხებელ რისკებს შორისაა რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობა, გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობისა და ფინანსური სტაბილურობის შესუსტება, ეკონომიკური ფრაგმენტაცია და სავაჭრო სანქციები, ასევე — რუსეთისა და სხვა სავაჭრო პარტნიორების შენელებული ეკონომიკური ზრდა. გარდა ამისა, გლობალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და გამკაცრებული ფინანსური პირობების შენარჩუნებამ შესაძლოა შეზღუდოს კაპიტალის შემოდინება.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღრმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად

05.12.2025.18:42

31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa. 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.

1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.

ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა