მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

საქართველოს ეკონომიკას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ტურისტების შემოდინება კი უწყვეტი ზრდის ტენდენციას აჩვენებს - Wizz Air-ის წარმომადგენელი

news image

„მიგვაჩნია, რომ საქართველო მნიშვნელოვნად მზარდი ბაზარია – ეკონომიკას აქ ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ტურისტების შემოდინება კი უწყვეტი ზრდის ტენდენციას აჩვენებს" -  ამის შესახებ ავიაკომპანია „ვიზეარის" აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის კომერციულმა ოფიცერმა, ანდრაშ ჟაბომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის სექტორის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის აღინიშნა ახალი პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ლიონთან, ასევე ფრენები მადრიდთან, ჰამბურგთან და პოლონეთთან, რაც ძალიან დიდ სტიმულს აძლევს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. 

 

„Wizz Air მუდმივად ფართოვდება საქართველოს ბაზარზე და ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც უკვე მივაღწიეთ. დღეს ქუთაისის აეროპორტში ოთხი Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით ვართ წარმოდგენილი და მნიშვნელოვან ქსელს ვფარავთ. წელს აღვადგინეთ რეისები მადრიდთან, ჰამბურგთან და დავამატეთ ლიონი, რომელიც  ჩვენთვის სრულიად ახალი მარშრუტია. ამასთანავე, უწყვეტად ვზრდით ფრენების სიხშირეს ბაზრების უმეტესობაზე, მაგალითად, პოლონეთი, რომელიც ჩვენთვის ევროპაში ძალიან დიდი ბაზარია, თუმცა დროთა განმავლობაში კიდევ ბევრ ქვეყანასთან ვხედავთ დაკავშირების პოტენციალს და ამ საკითხზე გუნდთან ერთად ვმუშაობთ" - აღნიშნა ანდრაშ ჟაბომ.

 

მისივე შეფასებით,  კომპანიას აქვს  კარგი შესაძლებლობები, რომ რეგიონში და, კერძოდ, საქართველოში გააფართოვოს თავისი ქსელები.  „ამ მიზნის მისაღწევად უწყვეტად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ პარტნიორებთან" - აცხადებს „ვიზეარის" წარმომადგენელი

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საძოვრების იჯარით გაცემის მე-14 ეტაპის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

22.05.2025.17:07

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21 მაისიდან ხელმისაწვდომია 8611.56 ჰექტარი საძოვრის იჯარით აღება. განცხადებების მიღება 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოქვეყნებულია 138 ერთეული (8611.56 ჰა) იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები: სამცხე-ჯავახეთის - 18 (1,478.93 ჰა), კახეთის - 48 (3,930.22 ჰა), ქვემო ქართლის - 28 (2,069.48 ჰა), შიდა ქართლის - 13 (379.02 ჰა), მცხეთა-მთიანეთის - 6 (97.03 ჰა), იმერეთის - 18 (622.67 ჰა), სამეგრელო-ზემო სვანეთის - 5 (25.21 ჰა), რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის - 2 (9.01 ჰა).

სახელმწიფო პროგრამის ცამეტი ეტაპის ფარგლებში, სულ გამოქვეყნდა 527 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები, საერთო ფართობით 50, 375.49 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 222 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 20, 760.85 ჰა. 55 მიწის ნაკვეთი (7,370.70 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 167 ერთეული (13, 390.15 ჰა) - პირდაპირი გადაცემის გზით.

მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge;  www.mepa.gov.ge).

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას. 

მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა