მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

საქართველოს დებიუტი AI მსოფლიო ოლიმპიადაზე და გიგი მოლაშხიას განათლების ამბავი

news image

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტებული მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, პეკინში, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზა. საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა, და პირველი გამარჯვებაც - ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

საერთაშორისო AI ოლიმპიადა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. წელს მათ შორის იყვნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებსაც სჯეროდათ - წინ გამოწვევები და დიდი გამარჯვება ელოდათ. გაიცანით ნაკრების მონაწილე - გიგი მოლაშხია. გიგის ამბავი ხელოვნური ინტელექტის სამყაროს მიმართ უზომო ინტერესით იწყება. მას სურვილი ჰქონდა სიღრმისეულად შესწავლა თუ როგორ მუშაობს AI მოდელები და როგორ შეიძლება მათ რეალურ პრობლემებზე გამოყენება.

„AI-ს წელს პირველად შევეხე, ამიტომ ბევრი რამ ნულიდან ვისწავლე. ადრე ხელოვნურ ინტელექტს უფრო როგორც ტექნიკურ ინსტრუმენტს ისე აღვიქვამდი, მაგრამ ოლიმპიადის შემდეგ დავინახე, რომ AI არის კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ცოდნა მხოლოდ კოდის დონეზე არ სრულდება; ოლიმპიადის დროს მივიღე ისეთი ცოდნა, რომელიც საშუალებას მაძლევს პრობლემას სხვადასხვა კუთხით შევხედო და უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები შევქმნა”.

ოლიმპიადა გიგისთვის მხოლოდ კონკურსი არ ყოფილა. მისთვის ეს გახდა ახალი შესაძლებლობები ახალი ამბების შესაქმნელად.

„ეს ოლიმპიადა არის საუკეთესო შესაძლებლობა, რადგან აძლევს ახალგაზრდებს შანსს რეალურ, პრაქტიკულ ამოცანებზე გამოცადონ საკუთარი ცოდნა და დაინახონ, სად არის მათი სიძლიერე და სად სჭირდებათ განვითარება. გარდა ტექნიკური უნარებისა, ოლიმპიადაში მონაწილეობა გაძლევს საერთაშორისო მეგობრობას, გუნდური მუშაობის გამოცდილებას, მოტივაციას და ყველაზე მთავარს - თვითრწმენას, რომ შეგიძლია გლობალურ მასშტაბზე კონკურენცია”.

მუდმივი შრომა, ცნობისმოყვარეობა და საკუთარი თავის რწმენა - ის სამი გასაღებია, რომლებიც გიგიმ გამარჯვებისთვის მომავალ მონაწილეებს დაუტოვა. ანუ, როგორც თვითონ მრავალჯერ აღნიშნავს: „ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს.”

„მომავალ მონაწილეებს ვეტყოდი, რომ კურსზე დარეგისტრირება ნამდვილად ღირს! ეს არ არის მხოლოდ შეჯიბრება - ეს არის თავგადასავალი, უნიკალური შანსი, გახდე გლობალური AI საზოგადოების ნაწილი და ერთ-ერთი მათგანი, ვინც მომავალს შექმნის”.

გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. ახლა თუ ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.

გადადგი პირველი ნაბიჯები მომავლის შექმნაში და 8 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა