მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

საქართველოს CORTE-ში გაწევრიანება არის პირდაპირი განაცხადი ხარისხზე და უსაფრთხოებაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ლოგისტიკაში - ULC Terminal

news image

„საქართველოს გაწევრიანება CORTE-ში არ არის მხოლოდ ფორმალობა, ეს არის პირდაპირი განაცხადი ხარისხზე და უსაფრთხოებაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ლოგისტიკაში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია ULC Terminal – იუ ელ სი-ს დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჯანყარაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ევროპული სტანდარტების დანერგვა შუა დერეფანს უფრო სანდოს და კონკურენტუნარიანს ხდის

„როგორც ბიზნესი, სრულად ვიზიარებთ და მივესალმებით მთავრობის ამ კურსს. შუა დერეფნის განვითარება და „აბრეშუმის გზის“ ფუნქციის რეალური აღდგენა ჩვენი ეკონომიკის უალტერნატივო შესაძლებლობაა. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რადგან ევროპული სტანდარტების დანერგვა ჩვენს დერეფანს უფრო სანდოს, კონკურენტუნარიანს და მოთხოვნადს ხდის.

ძლიერი სატრანზიტო ფუნქცია ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას, ამიტომ ამ პროცესში კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ხედვების თანხვედრა გადამწყვეტია“, - აღნიშნა გიორგი ჯანყარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველო საგზაო ტრანსპორტის რეგულირების უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის CORTE-ს სრულფასოვანი წევრი გახდა.

მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, CORTE-ს წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, უფრო სანდოს და კონკურენტულს გახდის ჩვენს ქვეყანაზე გამავალ საერთაშორისო საგზაო დერეფანს.

თამარ იოსელიანის თქმით, ინტერმოდალური გადაზიდვების სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი საავტომობილო ტრანსპორტს უკავია, რომლითაც ტვირთების გადაზიდვის სექტორში საქართველოს მდგრადი დინამიკა აქვს.

CORTE - ში საქართველოსთან ერთად 31 ქვეყნის საგზაო ტრანსპორტის 35 მარეგულირებელი ორგანიზაცია, პროფილური ასოციაციები და კერძო კომპანიები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების განსაზღვრა, ტაქოგრაფი, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა, მძღოლთა მობილობა,  ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები, საგზაო უსაფრთხოება და სხვ.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მიკრობანკი „კრისტალი“ მეწარმეების გაძლიერებას აგრძელებს კრისტალისა და Andersen Georgia-ს ერთობლივი ტრენინგი

12.12.2025.13:03

მიკრობანკი „კრისტალი“, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, აგრძელებს მეწარმეების გაძლიერებას დაფინანსების მექანიზმებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო კომპლექსური გახდა. ახალი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პარალელურად კომპანია მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ და ბიზნესთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კრისტალისა და Andersen Georgia-ს ორგანიზებით გამართული ტრენინგი, თემაზე: „საგადასახადო რისკების მართვა და პრევენცია ბიზნესის მფლობელებისთვის“.

ბიზნესის დამფუძნებლებისა და მენეჯერებისთვის გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს იმ რეალურ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურად განსაზღვრავს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას. კერძოდ, განიხილეს როგორ აირიდონ თავიდან არასწორი ბუღალტრული პოლიტიკით გამოწვეული სირთულეები; დაგეგმონ ტრანზაქციები ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ საგადასახადო რისკები და როგორ მოემზადონ აუდიტისა და დავის პროცესისთვის, რათა უზრუნველყონ ბიზნესის ფინანსური უსაფრთხოება და გამჭვირვალობა.

ტრენინგს უძღვებოდნენ “Andersen Georgia”-ს წამყვანი იურიდიული და საგადასახადო ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და უპასუხეს კონკრეტულ, რეალურ ბიზნესქეისებზე დაფუძნებულ კითხვებს.

„კრისტალი“ განაგრძობს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას, რათა კიდევ უფრო მეტმა მეწარმემ მიიღოს საჭირო ცოდნა, დაინახოს ახალი შესაძლებლობები და წარმატებით განავითაროს საკუთარი ბიზნესი.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

ანდერსენ ჯორჯია — Andersen Global-ის წევრი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ბიზნესს სთავაზობს მაღალი ხარისხის იურიდიულ, საგადასახადო, ფინანსურ, საბუღალტრო, ბიზნეს საკონსულტაციოდა სხვა სახის მომსახურებებს. კომპანიას აქვს იურიდიული მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება სამეწარმეო სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების გადაწყვეტის, საარბიტრაჟო, საფინანსო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და სხვა მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა