საქართველოს ბიზნეს ასოციაციში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს.
შეხვედრაზე სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, კერძო სექტორის განწყობები და მოლოდინები, რის ფონზეც განსაკუთრებული აქცენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დინამიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე გაკეთდა. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საწვავისა და სასუქების ფასების ცვალებადობის ანალიზს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც სოფლის მეურნეობის სექტორზე, ისე მთლიანად კერძო სექტორის საოპერაციო ხარჯებზე. შეხვედრაზე, საუბარი ასევე შეეხო, მთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმებსა და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლობას BAG ინდექსის პირველი კვარტლის პირველადი შედეგები გააცნო, რომელიც უახცლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთა შორის სავალუტო ფონდს გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენთვის პატივია, რომ ფონდის მისია ვიზიტის დროს ყოველთვის გამოთქვამს სურვილს ესტუმროს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მოისმინოს ბიზნესში არსებული განწყობები და შეფასებები. ამჯერადაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკის პარამეტრები და მიმდინარე გამოწვევები, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორზე", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
16.04.2026.18:00
თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.
ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი
საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:
“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”
პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა
ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:
“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.
ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.
რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?
მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.