მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „ვივა ჯგუფი" გახდა

news image

2014 წელს დაარსებული „ვივა ჯგუფი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. დაარსების დღიდან კომპანია ჩამოყალიბდა როგორც სანდო პარტნიორი ჯანდაცვის სექტორში და დღეს წარმოადგენს რეგიონულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიურ ბრენდებსა და ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემებს.

კომპანიის მიზანია რეგიონში საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ჯანდაცვის სისტემის განვითარება. „ვივა ჯგუფი" ორგანიზაციებს ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაში, ინფრასტრუქტურის განახლებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში. კომპანია ქმნის სისტემურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზრდის ეფექტურობას და აუმჯობესებს პაციენტის შედეგებს.

„ვივა ჯგუფი" მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ კლასის სამედიცინო და ლაბორატორიულ ტექნოლოგიებს, ტრენინგებსა და გრძელვადიან მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ასევე წარმოადგენს ისეთი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ დისტრიბუტორს, როგორიცაა Beckman Coulter, Werfen, Cepheid, BD, Sakura, Bio-Rad, Bruker და Bioeksen. ეს პარტნიორობები მოიცავს არა მხოლოდ პროდუქტის მიწოდებას, არამედ ცოდნისა და ხარისხის სტანდარტების გაზიარებას რეგიონში.

კომპანია აქტიურად ოპერირებს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და თურქმენეთში.

„მივესალმებით „ვივა ჯგუფს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანია გამოირჩევა ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით, პაციენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობით და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობით. დარწმუნებული ვართ, რომ „ვივა ჯგუფი" მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობაში და ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორში მაღალი სტანდარტების განვითარებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი ფილიალების დამატებას სხვადასხვა ლოკაციაზე - Cafe Vanilla House

16.02.2026.14:00

2025 წელი ჩვენთვის გამოწვევებით სავსე და ამავდროულად ძალიან საინტერესო იყო , - Business Insider Georgia - ს ამის შესახებ Cafe Vanilla House - ის დამფუძნებელმა და დირექტორმა დიანა ველენგურსკაიამ განუცხადა.

„2025 წელი ჩვენთვის იყო გამოწვევებით სავსე და ძალიან საინტერესო, რადგან სწორედ ამ წელს გავიხსენით და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი წლისებიც არ ვართ, უამრავ სირთულესთან გამკლავება მოგვიხდა ხანმოკლე პერიოდში. ჩვენი სტარტაპი მთელი გულითა და ემოციებით წამოვიწყეთ, უამრავი ენერგია ჩავდეთ მის დიზაინში, ინტერიერში, მენიუს ფორმირებაში, ბრენდისა და კონცეფციის შექმნაში და ვფიქრობთ ძალიან კარგი სივრცე გამოგვივიდა.

სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე ძალიან ბევრმა იცის ჩვენ შესახებ, და რაც მთავარია, ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს, ვინც ხშირად გვსტუმრობს. გარდა ამისა, დაგვემატა გამოძახების სერვისი და ბევრი კერძია უკვე პოპულარული გლოვოსა და ვოლტის პლატფორმებზე. ასევე, ყოველდღიურად ვამზადებთ თან წასაღებ მენიუებსაც, რაც ძალიან კომფორტულია ჩვენი საქმიანი მომხმარებლისთვის.

ამასობაში აღვადგინეთ და უკვე მეორედ გავხსენით ჩვენი ტერასა, რისთვისაც უდიდესი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. ახლა უკვე გარე სივრცეშიც კვლავინდებურად შეგვიძლია სტუმრების მიღება და დიდი შემართებით ველოდებით გაზაფხულს. 2026 წელი იგეგმება, რომ იყოს „ვანილის სახლის“ ზრდისა და განვითარების წელი, რადგან ვგეგმავთ გაფართოებას, ფილიალების დამატებას და მათ გახსნას მომხმარებლებისთვის საყვარელ სხვადასხვა ლოკაციებზე.

ახალი წლიდან მენიუს დაემატა უამარავი ახალი კერძი, მომვალში კიდევ გვექნება სეზონური და საინტერესო სიახლეები კერძებში. სიახლეები გვექნება სააღგომოდაც. კაფეს ჰყავს ცნობილი შეფი – ირაკლი მაკასარაშვილი, რომელიც მაყურებელს "მასტერშეფიდან" ახსოვს. სწორედ მისი ხელწერაა "ვანილის სახლის" კერძების გემოსა და ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი.

"ვანილის სახლი" ცდილობს არა მხოლოდ გემრიელი მენიუ, არამედ კომფორტული და თანამედროვე ცხოვრების წესთან ადაპტირებული პრაქტიკული გარემოც შესთავაზოს მომხმარებელს. დისტანციურად მომუშავე სტუმრებს აქ ცალკე ზონა დახვდებათ, საქმიანი შეხვედრებისა და შესვენებებისათვის კი მყუდრო კუთხეები. აღსანიშნავია ბარის მრავალფეროვანი მენიუც, სადაც საავტორო ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანია: ყავა, ფრეშები, სმუზები, ე.წ. სახლური ლიმონათები და კოქტეილები.

ჩვენთვის პრიორიტეტია მაღალი სტანდარტი, აქ კი მნიშვნელოვანია მომხმარებლის მომსახურების დონე, პროდუქციის უმაღლესი ხარისხი, მენიუს გამორჩეული გემოვნური თვისებები, კომფორტული და უზადო ინტერიერი, სისუფთავე, HACCP-ის სტანდარტები, შრომის უსაფრთხოება და ა.შ. მუდმივად ვატარებთ ტრენინგებს თანამშრომლებისთვის და ვზრუნავთ მათ განვითარებაზე.

გვიხარია, რომ ჩვენი სივრცე უკვე აქტიურად ეთმობა მრავალი ხელის თხოვნის, დაბადების დღისა და კორპორატიული საღამოების ჯავშნებს. საზაფხულოდ ისევ გვექნება ცოცხალი მუსიკის ულამაზესი საღამოები ტერასაზე, რომელიც ძალიან უყვარდათ ჩვენს სტუმრებს “, - აცხადებს დიანა ველენგურსკაია.

ცნობისთვის, კაფე ფხოვის ქუჩაზე 3 ნომერში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა