მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7096
0.0083
flag
AZN 1.5741
0.0012
flag
CNY 39.01
-0.0076
flag
EUR 3.1581
0.0037
flag
GBP 3.6066
-0.0125
flag
KZT 53.74
0.0024
flag
TRY 0.0609
0
flag
USD 2.6759
0.0018

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „მაკინერნი" გახდა

news image

„მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია", რომელიც სასტუმროების მართვის საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიაა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი და ბრენდირებული სასტუმროების როგორც გახსნისათვის მომზადებას, ასევე გახსნის შემდგომ მართვას ახორციელებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბრენდების მართვის უზრუნველსაყოფად კომპანია ფლობს ისეთი საერთაშორისო ბრენდების მართვის ლიცენზიებს როგორიცაა: მარიოტ ინტერნეშენალი, ჰილტონი, ვინდამი და ბესტ ვესტერნი.

კომპანიის ხელმძღვანელობით საქართველოს ბაზარზე შემოვიდა სასტუმრო ქორთიარდი ბათუმში, სასტუმრო მერიოტი ბათუმში, მშენებარე სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ ქობულეთში, მშენებარე სასტუმრო ჰაიატ ცენტრიკი ბათუმში, ასევე, განხორციელდა სასტუმრო ვინდამ გრანდის გახსნა თბილისში, სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ-ის გახსნა თბილისში, მზადდება ჰილტონის სხვადასხვა ბრენდის მშენებარე სასტუმროები სურამსა და გურჯაანში და განხორციელდა ბესტ ვერსტერნის სასტუმროებისთვის ბრენდის შემოყვანა და გახსნა თბილისში.

„მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია" აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას სასტუმრო სფეროს ყველა მიმართულებით 2016 წლიდან დღემდე.

„მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას" აქვს სასტუმრო სფეროს განათლების მიმართულება და წარმოადგენს ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტს (American Hotel & Lodging Educational Institure - AHLEI), რომლის ფარგლებში გეგმავს სასტუმრო და სარესტორნო სფეროს პროფესიული პროგრამების განხორციელებას როგორც სკოლის დამამთავრებელი კლასის, ასევე კოლეჯის დონეზე საერთაშორისო სერტიფიცირების მიზნით.

კომპანია ახორციელებს საკონსულტაციო საქმიანობას სასტუმრო სფეროს მიმართულებით და აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნულ სფეროში დასაქმების და კადრების განვითარების საკითხებს.

„მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას" სათაო ოფისი ამერიკაში აქვს, კომპანიას ხელმძღვანელობენ ჯოზეფ მაკინერი, ამერიკაში და მაია წერეთელი საქართველოში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას" გაწევრიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო გამოცდილებისა და მაღალი სტანდარტების მქონე მოთამაშეს, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ქვეყნის სასტუმრო სექტორის განვითარებას. მსგავსი კომპანიების ასოციაციაში გაერთიანება კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, კერძო სექტორის ინტერესები ეფექტიანად იყოს წარმოდგენილი და ერთობლივად შევუწყოთ ხელი როგორც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე ტურიზმისა და ჰოსპიტალიტის ინდუსტრიის მდგრად განვითარებას," განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

02.03.2026.13:28

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, ახალი შეთავაზება მოუმზადა.

შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც 2 და 3 მარტს iPlus-ის ფიზიკურ მაღაზიაში ნაწილ-ნაწილ გადახდით მინიმუმ 1,000 ლარის შენაძენს განახორციელებენ, 150 ლარიან ქეშბექს მიიღებენ.

შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში და მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მდებარე iPlus - ის ფილიალებში. ქეშბექი ერთჯერადია და მომხმარებლებს ტრანზაქციის განხორციელებიდან 3 სამუშაო დღეში ჩაერიცხებათ.

ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა