საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „დეტექტი" გახდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „დეტექტი" გახდა, რომელიც სახანძრო სისტემების იმპორტიორი და ინტეგრატორი კომპანიაა.
დეტექტი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალს, რომელიც პარტნიორებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის მომსახურებას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.
აღსანიშნავია, კომპანიის ძირითადი მიმართულებები, კერძოდ სახანძრო უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და დაცვის სისტემები.
„დეტექტი" აქტიურად თანამშრომლობს მშენებლობის, ჯანდაცვის, განათლების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორებთან.
კომპანია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პარტნიორებს სთავაზობს სახანძრო უსაფრთხოების სრულ მომსახურებას, მათ შორის: სახანძრო სისტემების საპროექტო მომსახურებას (პროექტირებას), სახანძრო სისტემების მონტაჟს, მათ ტესტირებას, მონიტორინგს და რეგულარულ ტექნიკური მომსახურებას.
გარდა ტექნიკური მომსახურებისა, „დეტექტი" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ცოდნის გაზიარებასა და პრევენციულ ღონისძიებებს.
კომპანია ეხმარება ორგანიზაციებს ოპტიმალური და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და რელევანტური გამოსავლის პოვნაში უსაფრთხოების მიმართულებით.
„მივესალმებით კომპანია „დეტექტს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია ხარისხიანი მომსახურება, პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო
და პარტნიორებთან გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა. „დეტექტის" საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ადამიანების უსაფრთხოებასთან და წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიის ხელმძღვანელობას ამ საპასუხისმგებლო საქმეში. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.
საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje