საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ასოციაციის წევრებს მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პოლიტიკის დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც IFC Europe აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პროექტის ფარგლებში მოამზადა.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მექანიზმები და არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა წამყვან კომპანიებზე და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რათა მცირე და საშუალო ბიზნესებს გაუადვილდეთ წვდომა აქტივებზე დაფუძნებულ ფინანსურ პროდუქტებზე, როგორიცაა ფაქტორინგი და რევერს ფაქტორინგი.
შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კონკრეტულ მექანიზმებზე, რომელიც ფინანსებზე წვდომის მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნეს ოპერაციების განსახოციელებლად.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
22.05.2025.14:00
მონაწილეობა მივიღეთ ქალაქ ბათუმში გამართულ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენაში „EBIT 2025“. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით პარკაძემ განუცხადა.
მონაწილეობა მივიღეთ ქალაქ ბათუმში გამართულ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენაში, რომელმაც საკმაოდ კარგად ჩაიარა და გვაქვს ახალი შემოთავაზებები ძირითადად, სასტუმროების მხრიდან. ამ ეტაპზე, სეზონის შესაბამისად, გარე ექსტერიერის ავეჯის ახალ დეტალებზე ვმუშაობთ. ამ კუთხით დაინტერესება საკმაოდ მაღალია.
საწარმოს თვალსაზრისით, ყველა ხარჯი დათვლილია. თვის ბოლოს გვექნება რამოდენიმე მოლაპარაკება და შემდეგ დაფინანსებაზე წარვადგენთ დოკუმენტაციას. სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე ძირითადი სამუშაოები დაიწყება ახალ ბაზაზე გაშენების თვალსაზრისით, რომელიც სოფელ ლამისყანაში განთავსდება. საწარმოში იქნება გადამამუშავებელი ნედლეულის, ხის და რკინის საამქრო, ასევე განვავითარებთ აგრო ტურიზმის მიმართულებას და დაახლოებით ხუთ კოტეჯს განვათავსებთ დამსვენებლებისათვის. რეალურად ეს იქნება არამარტო ტურისტებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც. ზაფხულობით მოვაწყობთ ბანაკს და ძალიან ბევრ ადამიანს მივცემთ შესაძლებლობას რომ ჩამოვიდეს ჩვენთან და დაესწროს ღია მასტერკლასებს. ეხლაც, გამოფენაზე მასტერკლასები ჩავატარეთ და დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებში. ძალიან ბევრს აქვს სურვილი რომ შეისწავლოს ხელსაქმე. პარალელურად, ვმუშაობთ ადგილობრივ კოლეჯთან და როგორც კი ნედლეულს გავაშენებთ დავიწყებთ ინტენსიურ გადამზადების კურსებს. კასპში დაიგეგმება პირველი სწავლების კურსი და გადამზადებული კადრები ჩვენთან დასაქმდებიან. 7 წელია ამისთვის ვემზადებით და ყველა ხელს გვიწყობს. სახელწიფოც მაქსიმალურად ჩართულია ჩვენს განვითარებაში. რა თქმა უნდა ის დონორები, მხარდამჭერები ვინც იყვნენ და დაგვაფინანსეს აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს გვანვითარებაში და არ წყვეტენ ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენც არ ვიშურებთ ძალისხმევას რომ ჩვენი სრულყოფილი, გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც გვაქვს გაწერილი დაახლოებით 4-5 წელზე რაც შეიძლება სწრაფად შევასრულოთ.