მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში IPOA-ს მიერ გარკვეული პროდუქციის იმპორტირებისას დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ინფორმაციული ტექნოლოგიების კომიტეტის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან IPOA-ს მიერ გარკვეული პროდუქციის იმპორტიორებისას დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტარიფების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებსრაც გულისხმობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას ადმინისტრირების უნივერსალურობის უზრუნველსაყოფად.

 

შეხვედრაზე განსახილველ საკითხთაგან  ცალკე აღსანიშნავია დადგენილი ტარიფებიდან დღგ-ს კომპონენტის გამოყოფა, რადგან ამ გადასახადის გათვალისწინება ტარიფში არ არის თანხვედრაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებთან და, შესაბამისად, ტარიფიც დასაკორექტირებელია დღგ-ს წილის პროპორციულად.

 

წარმოდგენილი იქნა ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებული დასავლური ქვეყნების გამოცდილება, როგორც ტარიფების ოდენობის, აგრეთვე მათი ადმინისტრირების მიმართულებით.

 

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისათვის გაეზიარებინათ ტარიფების ამოქმედებიდან დღემდე დაგროვილი გამოცდილება და ახალ

რეჟიმში მუშაობის დროს გამოვლენილი პრაქტიკული პრობლემები და სირთულეები.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, მორიგი შეხვედრა გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების საკითხებსა და IPOA-ს მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია თუ რა სირთულეებს აწყდებიან ჩვენი წევრი კომპანიები ამ ტარიფების გადახდის პროცესში, ასევე, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება ადმინისტრირება და შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ სწორედ ადმინისტრირების საკითხს, რადგან თუ ის არ იქნა უნივერსალური ან თუ ამ ტარიფებს არ გადაიხდის ბაზრის უკლებლივ ყველა მონაწილე, ტარიფების გადახდევინება კომპანიების ნაწილისათვის ვერ იქნება მიჩნეული სამართლიანად და ობიექტურად" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა - გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

13.06.2025.17:17

14 ივნისს, კინომოყვარულების ყურადღების ცენტრში გურჯაანი, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი იქნება, რომელიც კინოპრემია „ელისოს“ დაჯილდოებას უკვე მეორედ უმასპინძლებს. 

დაარსების დღიდან, „ელისო“ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული კინემატოგრაფიისთვის და მხარდაჭერა - ხელოვნების ამ სფეროსთვის. სწორედ, ამ იდეას უჭერს თიბისი მხარს მტკიცედ და ერთგულად და მეორე წელია, კინოპრემიის მთავარი პარტნიორია.

წელს, „ელისო“ 6 ნომინაციაში გაიცემა: 

საუკეთესო ფილმი

საუკეთესო რეჟისორი

საუკეთესო მსახიობი
საუკეთესო ოპერატორი

საუკეთესო მონტაჟი

საუკეთესო მხატვრული გაფორმება

ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდი დაასახელებს 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატს. 

14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის კარი სტუმრებისთვის 17:00 საათიდან გაიღება. 19:30-დან კი, ღონისძიება დაიწყება. 

„ელისოს“ მთავარი მხარდამჭერები არიან: კოკა-კოლა, სიტროენი, ვაზისუბნის მამული, ენკენი ფილმს, ბლუტაბლა, სარაჯიშვილი და რუმს ჰოტელი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა