საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში Global Tech Weekend Tbilisi (GTWT)-ის ორგანიზატორებმა BAG-ის წევრებს წლევანდელი კონფერენციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში Global Tech Weekend Tbilisi (GTWT)-ის ორგანიზატორებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა წლევანდელი კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ Global Tech Weekend Tbilisi არის საქართველოში ყველაზე მასშტაბური, სამდღიანი დეცენტრალიზებული კონფერენციების სერია, რომელიც გაიმართება 20-21-22 ივნისს, ქ.თბილისში.
20 და 22 ივნისს კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება 20-ზე მეტი პარალელური ღონისძიება, ხოლო 21 ივნისს მთავარი კონფერენცია "Shaping the New Era" გაიმართება Radio City-ში. თბილისი აღნიშნულ დღეებში უმასპინძლებს დაახლოებით 10,000 სტუმარს.
ღონისძიების ფარგლებში Radio City-ში წარმოდგენილი იქნება სამი ძირითადი სცენა, სტარტაპების ინტერაქტიული გამოფენა, ასევე კომპანიების ექსპო სივრცე, კლასიკური თამაშების ზონა: Retro Gaming და მინი გოლფის სივრცე, სადაც კონფერენციის მონაწილეები შეძლებენ განტვირთვას და კონფერენციის მონაწილეებთან არაფორმალურ სივრცეში კომუნიკაციას.
ღონისძიებაზე ასევე იქნება თანამედროვე სამუშაო სივრცე: Co-working, ინვესტორთა ლაუნჯი და მრავალი სხვა ინოვაციური ლოკაცია.
„ჩვენი მისიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად ტექნოლოგიითა და მასთან დაკავშირებული სფეროებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. GTWT-ის შექმნის მთავარი მოტივაცია იყო ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც ტექნოლოგიებს, მეწარმეობას და ციფრულ კულტურას აერთიანებს - აძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოთამაშეებს და აქტიურად მონაწილეობს ამ სფეროების მომავლის ჩამოყალიბებაში. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ცოდნის, კავშირების და შთაგონების მობილიზება რეგიონში; დავაკავშიროთ სტარტაპები ინვესტორებთან, ინოვატორები გლობალურ პარტნიორებთან და იდეები რეალურ შესაძლებლობებთან" განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა, გური ქოიავამ.
„მივესალმებით Global Tech Weekend Tbilisi (GTWT)-ის ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს როგორც ინოვაციებს, ასევე ტექნოლოგიურ წინსვლასა და განვითარებას. მსგავსი სახის ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის კომუნიკაციის გასაძლიერებლად და ახალი ერთობლივი პროექტების დასაწყებად. მადლობას ვუხდით კონფერენციის ორაგნიზატორებს BAG-ში სტუმრობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ კონფერენცია ბევრ ახალ საინტერესო პროექტს ჩაუყრის საფუძველს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
GTWT 2025-ს აქტიურად უჭერს მხარს დიდი კომპანიები და ორგანოზაციები: თიბისი ბანკი, აჭარა ჯგუფი, Atari, Griffin Gaming Partners, თეგეტა მოტორსი, თბილისი ჰილსი, ვისოლი, EBRD, EBAN, GBAN და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.13:47
კრისტალი, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს ტექნოლოგიურ განვითარებას და ამ პროცესში ინოვაციური პროექტებს ახორციელებს, რომლის მიზანი საბანკო მომსახურების განვითარებაა.
ამჯერად, „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში ახალ ეტაპზე გადადის და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით Optio-ს CRM პლატფორმას ნერგავს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებუთ ხელს უწყობს მომხმარებლების საჭიროებების უკეთ აღქმას და მათზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების მიწოდებას.
Optio-ს პლატფორმა კრისტალს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გააერთიანოს მომხმარებელთა მონაცემები, დააკვირდეს ქცევით ტენდენციებს და მათი ანალიზის საფუძველზე შექმნას მეტად პერსონალიზებული, მიზნობრივი შეთავაზებები და ეფექტური კომუნიკაციის ფორმა.
„საბანკო ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობაში. იმისთვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ მათ, კარგად უნდა ვახერხებდეთ მათი საჭიროებების ანალიტიკას. სწორედ ეს შესაძლებლობა მოგვცა Optio-მ — მოქნილი, ინტელექტუალური და მონაცემებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებით.“- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
როგორც Optio-ს აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გიორგობიანი აცხადებს: „კრისტალი ყოველთვის გამოირჩეოდა მომხმარებელზე ორიენტირებულობით. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თანამშრომლობა და იმ პროცესში მონაწილეობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებს მეტად პერსონალიზებულ და მიზნობრივ ფინანსურ მომსახურებას შესთავაზებს.“
კრისტალის სტრატეგია - პერსონალიზებულ მომსახურებაზე ორიენტაცია, მოხმარებლების შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება, საფინანსო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ახალ ფორმას ქმნის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც კრისტალს, ასევე მის 130 000 -ზე მეტ მომხმარებელს.
კრისტალისთვის ტექნოლოგიური განვითარების პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იზრდება საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც კომპანია ამჟამად გადის და 16 ივნისიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო სერვისებს შესთავაზებს.
პარტნიორობა Optio-სთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია — ტექნოლოგიური პლატფორმა სულ უფრო მეტ ფინანსურ ინსტიტუტს ეხმარება მარკეტინგის მიმართულებით, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასა და ინოვაციების დანერგვაში.