მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.9
-0.0052
flag
AZN 1.5917
-0.0001
flag
CNY 38.057
0.0013
flag
EUR 3.1173
-0.003
flag
GBP 3.534
-0.0061
flag
KZT 52.07
-0.001
flag
TRY 0.0638
-0.0001
flag
USD 2.7062
-0.0005

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე ტრენინგი გაიმართა

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Danish Industry-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის გაგებისა და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას დანიელ პარტნიორებთან. თანამშრომობის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა სასრგებლო იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის ბოლომდე კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გავაფართოვეთ წარმოება და დავამატეთ აქსესუარები განახლებული დიზაინით - Muline

21.11.2025.18:00

Muline აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ დაარსდა. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მაკო იმედაშვილს ესაუბრა.

„ჩვენს ბრენდს შეემატა რამოდენიმე ახალი დიზიანის შარფი, რომელიც ისევ და ისევ ქართულ თემატიკას მოვარგეთ და შევუსაბამეთ თანამედროვე ხელოვნებას, რაც ძალიან საინტერესო გამოვიდა თავისი შინაარსითა და თემატიკით “, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

ბრენდმა გააფართოვა წარმოება და დაამატა აქსესუარები განახლებული დიზაინით.

„გავაფართოვეთ კოსმეტიკის ჩანთების წარმოება და დავამატეთ ახალი დიზაინები. ამ ეტაპზე ვმუშაობთ საახალწლო კოლექციაზე, რომელიც იქნება ძალიან მრავალფეროვანი შარფებიდან და კოსმეტიკის ჩანთებიდან დაწყებული, თმის ბაფთებით, მაგიდის რანერებითა და სუფრებით დასრულებული “, - აღნიშნავს მაკო იმედაშვილი.

Muline სამომავლოდ ერთ-ერთ კომპანიასთან კოლაბორაციას გეგმავს და აღნიშნულზე უკვე აქტიურად მუშაობს.

„ერთ-ერთ ძალიან კარგ კომპანიასთან ვგეგმავთ კოლაბორაციას, რაც საკმაოდ საინტერესო იქნება. ამ ეტაპზე უკვე მუშაობის პროცესში ვართ. გარდა ამისა, ვმუშაობთ ახალ, ძალიან საინტერესო პროდუქტზეც, რომელიც თავდაპირველად სატესტო ვერსიად დამზადდება და შედეგების გათვალისწინებით ჩაეშვება წარმოებაში “, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, როგორც სოციალური ქსელების გამოყენებით, ასევე veli.store -ის მეშვეობით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა