მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე ტრენინგი გაიმართა

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დანიელ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციული ეფექტიანობის მიმართულებით კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა ჩართულობასა და პროდუქტიულობაზე.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებს ეფუძნებოდა და თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისაგან შედგებოდა.  ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროდუქტიულობის გაგებისა და მართვის სტრატეგიული მნიშვნელობის გააზრება, ჩართულობის მექანიზმების წარმოჩენა და მათი გავლენა ორგანიზაციულ ეფექტიანობაზე, ისევე როგორც მტკიცებულებაზე (მონაცემებზე) დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების გაძლიერება.

ტრენინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წარიმართა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნებისათვის შრომის ბაზრის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთი ტრენინგი ჩავატარეთ ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე, რომელიც კომპანიებში ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას ემსახურება, რაც ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. BAG-ის თანამშრომლობა დანიელ პარტნიორებთან აქტიურად გრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული, პროდუქტიული იქნება როგორც ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Danish Industry-სთან თანამშრომლობით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის ბაზრის განვითარებისათვის წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია რაჭა მთელი წლის განმავლობაში იყოს მიმზიდველი ტურისტებისთვის - Tsesi estate

17.07.2025.18:00

Tsesi estate არის მყუდრო სასტუმრო რაჭაში, რომელმაც ოპერირება სულ ახლახან დაიწყო. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia სასტუმროს დამფუძნებელს ზუკა მაისაშვილს ესაუბრა.

„გავხსენით ხუთნომრიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო, რომლის დაჯავშნა შესაძლებელია Airbnb-ისა და Booking.com -ის  პლატფორმებზე, აგრეთვე სოციალური ქსელების მეშვეობით. ამ ეტაპზე კვებით მომსახურებას არ ვთავაზობთ ვიზიტორებს თუმცა, წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ საკითხის უზრუნველყოფაც.
პროექტი განხორციელდა ჩვენი საკუთარი რესურსებითა და სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით , მაღალმთიანი მეწარმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში.

სივრცეში, სადაც სასტუმრო მდებარეობს, შესაძლებელია "ღვინუკას" ღვინოების დაგემოვნება. ადგილზე მდებარეობს ბიო სერტიფიცირებული ვენახი, ხოლო სასტუმრო ერთდროულად 10-12 სტუმარს მასპინძლობს.

უკვე გვაქვს ჯავშნები, აგვისტოს ნახევარზე მეტი დაჯავშნილია. ამ ეტაპზე ჯავშნების უმრავლესობა უცხოელებისგან მოდის. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ტურისტული ნაკადი გაიზარდოს არამხოლოდ სეზონურ, არამედ არასეზონურ პერიოდებშიც. გვინდა, რომ რაჭა მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ ლოკაციად არ დარჩეს “, - აცხადებს ზუკა მაისაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ეს მიმართულება კომპანიის დამფუძნებლისთვის სიახლეა. ამ ეტაპზე ხდება გამოცდილების დაგროვება და მომავალში, ბიზნეს პოტენციალიდან გამომდინარე, შესაძლოა გაფართოებაც.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა