მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და იორდანიის ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და მისი პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი ამმანში, იორდანიის დედაქალაქში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივების განხილვა.  

ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრა გაიმართა იორდანიის ინვესტიციების სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ზაჰერ ალ-კატარნესთან, სადაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისების გზები განიხილეს, ისევე როგორც ერთობლივი პროექტების განვითარების შესაძლებლობები ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ იორდანიის საინვესტიციო გარემო ერთ-ერთ ყველაზე მოწინავეა რეგიონში — „ერთი ფანჯრის" სისტემით, ინვესტორთა დაცვის მკაფიო გარანტიებითა და კონკურენტუნარიანი საგადასახადო მოდელით.

გარდა ამისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ იორდანიის ბიზნეს ასოციაციას, სადაც  იორდანელ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ვაჭრობის დინამიკის გაზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკრეტულ სექტორულ პარტნიორობაზე, განსაკუთრებით ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და იორდანიის ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,  რომელიც  ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, საინვესტიციო ფორუმებისა და ბიზნესის შეხვედრების ორგანიზებას, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას.

მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს თბილისში „საქართველო–იორდანიის ბიზნეს ფორუმი" გაიმართება, რომლის მიზანი იქნება ორმხრივი ბიზნესკავშირების ინსტიტუციური გამყარება და ახალი პროექტების წარდგენა. 

„იორდანია  რეგიონში კარიბჭეა, სადაც ნელ-ნელა ჩნდება უამრავი შესაძლებლობა ქართული კომპანიების ჩართულობისთვის. მაღალი სტანდარტები და საინვესტიციო გარემო, რომელიც იორდანიას აქვს ინვესტორებს უქმნის დაცულობის შეგრძნებას, რაც თავის მხრივ, ქმნის მყარ საფუძველს ორმხრივი თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ, საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, მარტივი საგადასახადო სისტემით და 2.5 მილიარდიანი ბაზრების გამარტივებული წვდომით, შეიძლება გახდეს დამატებითი საინვესტიციო ადგილი იორდანიული კომპანიებისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი

11.03.2026.18:26

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.

მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.

ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.

„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.

თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.

ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა