საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შრომითი მიგრაციის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა შრომითი მიგრაციის სფეროში დანერგილი ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში არსებული გამოწვევები იყო.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წელს შესული ცვლილებები და საქართველოს მთავრობის 2026 წლის N70 დადგენილება, რომელთა საფუძველზეც დაწესდა ახალი ვალდებულებები უცხოელი დასაქმებულებისა და მათი ადგილობრივი დამსაქმებლებისთვის, გაიწერა შესაბამისი პროცედურები იმ არარეზიდენტი თვითდასაქმებულებისათვის , რომლებიც მომსახურებას აწვდიან რეზიდენტ და არარეზიდენ იურიდიულ პირებს.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ის სამართლებრივი და პროცედურული სირთულეები, რაც ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის დღიდან წარმოიშვა უცხოელთა დასაქმების ან მათგან მომსახურების მიღების პროცესში; ხაზი გაესვა ამ სირთულეების შესაძლო გავლენას რიგი მნიშვნელოვანი, მაღალტექნოლოგიური და დიდი ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ასოციაციის წევრებს შორის შესაბამისი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას სამუშაო პროცესის შემდგომი დაგეგმვისა და კოორდინირებული წარმართვის მიზნებისათვის
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ შრომითი მიგრაციის მართვის პროცესი იყოს გამჭვირვალე და ეფექტური, თუმცა ამავდროულად, მან არ უნდა შეაფერხოს ბიზნეს საქმიანობა და ქვეყანაში კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვეხმარება, ბიზნესისაგან მივიღოთ დეტალური, პრაქტიკული ინფორმაცია არსებულ პრობლემებზე და ერთობლივი ძალისხმევით ვიმუშაოთ მათ გადაჭრაზე," განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაიხარჯე - შეივსე - პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
06.04.2026.18:21
მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაშის - ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო.
ტრივია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა და მათ ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფზე - 6-13 და 14-18 წლის მონაწილეებზე არის მორგებული.
ტრივიას კითხვები ყოველ კვირას განსხვავებულ თემებს მოიცავს, მათ შორის: ტექნოლოგიებს, STEM, ფინანსური განათლებას, გეოგრაფიასა და პოპ კულტურას. თამაშის განმავლობაში,მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ. მონეტების გამოყენება შესაძლებელია ტრივიას მარკეტში, სადაც მოსწავლეებს ბიბლუსის, პეპელას, XS toys-ის ვაუჩერები, ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მაისურები და სხვა საჩუქრები დახვდებათ.
ახალ სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ. თამაშის ბოლოს კი, ლიდერბოდზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოპ 10 სკოლა გამოჩნდება.
გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ მეგობრების მოწვევა – თითო მოწვეული მეგობრისთვის კი 5 მონეტას (მაქსიმუმ 25 მონეტა) მიიღებენ.
ინფორმაციისთვის, sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 185,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!