მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის შესახებ კონფერენციას უმასპინძლა

news image

„ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა -  საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა", ეს გახლდათ იმ ორდღიანი კონფერენციის საგანი, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და DANSK Industri-მ ერთობლივი პროექტის ფარგლებში უმასპინძლეს. 

კონფერენცია მიზნად ისახავდა სოციალური პარტნიორების, პრაქტიკოსი იურისტების, იურიდიული ფირმების,  მედიატორების, არბიტრების, ადვოკატების, აკადემიური წრეების, ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ინდივიდუალური შრომითი დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების შესახებ სისტემური დიალოგის დაწყებას, მექანიზმების ანალიზს, სოციალურ პარტნიორების პოზიციების დაახლოებას და საცდელი/საპილოტე მოდელის შემუშავებას.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, მოხდა შრომის სამართლის ექსპერტის - ზაქარია შველიძის მიერ მომზადებული კვლევის - „ინდივიდუალური შრომითი დავის ალტერნატიული გადაწყვეტა: სისტემის განვითარების გზამკვლევი„ პრეზენტაცია და ფართო აუდიტორიაში გაიმართა დისკუსია, რამაც შესაძლებელი გახადა როგორც საერთაშორისო პრაქტიკის სათანადოდ გააზრება, ასევე ადგილობრივი პერსპექტივიდან გამოწვევების იდენტიფიცირება და მათ დასაძლევად შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა.

კონფერენციის მსვლელობისას Dansk Industi-ს და დანიის პროფესიული კავშირების გაერთიანების ექსპერტებმა  იორნ კემპელმა  და ფილიპ ნორდენტოფტმა აუდიტორიას  გამოცდილება შრომითი დავების გადაწყვეტის „დანიური მოდელის" და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ გაუზიარეს. 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად აგრძელებს დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შრომის ბაზრის განვითარება და ეკონომიკურ საჭიროებებთან მისი უკეთ ადაპტირება. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნებოდა ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის გზების ძიებას, რაც მნიშვნელოვანია ხანგრძლივი და ხარჯიანი სასამართლო დავების თავიდან აცილებისა და კომპანიებში დასაქმების პოლიტიკის უკეთ გააზრებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ღონისძიება არაა და  ვფიქრობთ, დანიელ პარტნიორებთან BAG-ის თანამშრომლობას უკვე აქვს ხელშესახები სარგებელი როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ კონფერენცია ტარდება  საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Dansk Industri-ს ერთობლივი პროექტის „საქართველოს შრომის ბაზრის განვითარება: სოციალური დიალოგის, უნარებისა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა" ფარგლებში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სიახლე ბაზარზე - კომპანია "თაფლუნა" მომხმარებელს თაფლს ინოვაციურ ერთჯერად შეფუთვებში სთავაზობს

15.09.2025.14:00

“თაფლუნა“ არის ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაახლოებით, წელიწად ნახევრის წინ დაარსდა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს უჩა ჯიქურაშვილს ესაუბრა.

„ჩვენს ოჯახში მეფუტკრეობის ტრადიცია წინაპრებიდან მოდის. პირველი, ვინც ფუტკრის მოშენება დაიწყო, ჩვენი დიდი ბაბუა იყო. მას შემდეგ ეს საქმე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. კომპანია დაარსდა დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ, ხოლო ქსელებში 5-6 თვის წინ შევედით.

ჩვენი წარმოება ოჯახურია, განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, რომლებიც ძირითადად სხვა მეფუტკრეებისგან იბარებენ თაფლს, რის გამოც ხარისხის კონტროლი რთულდება. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი საკუთარ წარმოებაზეა დაფუძნებული. გვყავს დაახლოებით 700 ოჯახი და ვაწარმოებთ 10 ტონამდე თაფლს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას სრულად ვაკონტროლოთ ხარისხი: თავად ვაწარმოებთ, ვიცით პროდუქტის წარმოშობა და უშუალოდ ჩვენვე ვყიდით. წარმოებაში არ ვიყენებთ ანტიბიოტიკებსა და დანამატებს. ასევე ვაკონტროლებთ როგორც გამოწურვის პროცესს, ისე შემდგომ გადამუშავებას, რათა დაცული იყოს ყველა სტანდარტი “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

“თაფლუნა“ მომხმარებელს პროდუქციას სთავაზობს, როგორც ქილებში, ასევე პორტატულ/ერთჯერად პაკეტებში.

„ჩვენს საქმიანობას ორი მიმართულება აქვს: პირველი არის 15 გრამიანი ერთჯერადი პაკეტები, ხოლო მეორე სტანდარტული ქილები. ამ ეტაპზე ერთჯერადი პაკეტები მხოლოდ ჩვენთან არის ხელმისაწვდომი. მათი შეფუთვა ისეთია, რომ გახსნისას ხელი არ ისვრება. მოთხოვნის თვალსაზრისით, ერთჯერადი პაკეტების გაყიდვები ოდნავ უსწრებს ქილების გაყიდვებს. გვჯერა, რომ როგორც კი აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას წარვმართავთ, ცნობადობის ზრდასთან ერთად პაკეტებზე მოთხოვნაც მნიშვნელოვნად გაიზრდება “, - აცხადებს უჩა ჯიქურაშვილი.

კომპანია სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. ყველაზე მთავარი კი პროდუქციის შეფუთვაა, რაც ერთჯერად, მოსახერხებელ პაკეტებს გულისხმობს.

„ჩვენ ვაწარმოებთ ერთჯერად პაკეტებს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენთანაა ხელმისაწვდომი. მათი წარმოება მარტივი არ არის. შესაბამისი დანადგარი საკმაოდ ძვირადღირებულია. სწორედ ეს გვაძლევს ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას.
ერთჯერადი პაკეტების მთავარი უპირატესობა მობილურობა და მოქნილობაა. მომხმარებელს შეუძლია ჯიბეში ჩაიდოს, ოფისში წაიღოს და ჩაიზე ან ყავაზე გამოიყენოს. ოფისებში, სადაც ჩვეულებრივ შაქარს იყენებენ, მომხმარებელს ვთავაზობთ მის ჯანსაღ ალტერნატივას თაფლს, რომელიც ბუნებრივი დამატკბობელია და იმუნიტეტსაც აძლიერებს.

თაფლი შედგება მარტივი შაქრებისგან - გლუკოზისა და ფრუქტოზისგან. მისი მოხმარებისას გლუკოზა სწრაფად მიეწოდება ტვინს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გონებრივი დატვირთვის დროს. სწორედ ამიტომ, თაფლი იდეალურია სტრესული და დაძაბული დღის შემდეგ ენერგიისა და კონცენტრაციის აღსადგენად.
გარდა ამისა, თაფლი საუკეთესოა როგორც PRE, ასევე PRO WORKOUT-ისთვის. ვარჯიშამდე 15 წუთით ადრე მიღებული პაკეტი ენერგიას მატებს ადამიანს, ხოლო ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღდგენაში ეხმარება. პაკეტების გამოყენება კომფორტულია პიკნიკების და ლაშქრობების დროსაც.

ფასის მხრივ, პაკეტები დიდად არ განსხვავდება ქილებისგან, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც პაკეტებზე გვაქვს. ქილები დავამატეთ იმისთვის, რომ შეგვედარებინა მათი გაყიდვები ერთჯერადი პაკეტების გაყიდვებთან “, - განმარტავს უჩა ჯიქურაშვილი.

კომპანიის სამომავლო გეგმებში საცალო ქსელების, სასტუმროებისა და სპორტ დარბაზების ათვისება შედის. ამ მიმართულებით კი მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ავითვისოთ საცალო ქსელები და რაც შეიძლება ბევრ მათგანში ვიყოთ წარმოდგენილი. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი პროდუქტი ძალიან კომფორტულია სასტუმროებისთვის, ამიტომ ვგეგმავთ მათთვის შეთავაზებას და ამ მიმართულების განვითარებას. ასევე, დიდ პოტენციალს ვხედავთ ჩაისა და ყავის სახლებში, სპორტულ დარბაზებში. ამ ეტაპზე რამდენიმე მათგანთან უკვე გვაქვს კომუნიკაცია “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია სხვადასხვა ქსელებში. ესენია : „წისქვილი ბაზარი“, „ფრესკო“, OnePrice Georgia , „ევროპროდუქტი“, „წერტი“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა