საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მედიატორთა პროფესიულ ტრენინგს უმასპინძლა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ტრენინგს „ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის ინდივიდუალური შრომითი დავების მედიაციაში" უმასპინძლა
ტრენინგი საქართველოს პროფესიულ კავშირებთან და საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, Danish Industry-სა და BAG-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მედიატორებისათვის შრომითი დავების მედიაციისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების, სამუშაო ადგილებზე კონფლიქტებისთვის დამახასიათებელი ემოციური და კომუნიკაციური გამოწვევების მართვისათვის საჭირო ცოდნის გაღრმავებას.
პროექტის განხორციელების შემდგომ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, სოციალური პარტნიორები, მედიატორთა ასოციაციასთან ერთად გეგმავენ შერჩეული და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი მედიატორების მომსახურება შესთავაზონ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების მოგვარებისათვის.
პროექტში ჩართული მედიატორები, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთიანი რეესტრიდან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და პროფესიული კავშირების ურთიერთშეთანხმებით იქნენ შერჩეულნი.
სხვა სიახლეები
ჩვენი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, უსაფრთხო პროდუქციის წარმოებაა - Milky City
25.11.2025.14:00
რძის ქალაქი • Milky City მრავალი წელია, რაც რძის პროდუქტებს აწარმოებს და საკუთარ მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „რძის ქალაქის“ მარკეტინგის მენეჯერს თამარ მოდებაძეს ესაუბრა.
„კომპანია „რძის ქალაქი“ მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებაზე. მომხმარებლების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენს მაღაზიებში გაყიდვაში დავამატეთ სასმელი, ნედლი, პასტერზიებული რძე, რაც აქამდე არ გვქონია “, - ამბობს თამარ მოდებაძე.

„რძის ქალაქის“ ასორტიმენტი მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ყველს, ასევე რძემჟავა პროდუქტებს.
„რძის ქალაქის ასოტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული ყველის ნაირსახეობებით როგორიცაა, სულგუნი, იმერული, ქარხნული ყველი, შებოლილი სულგუნი, დამთავრებული რძემჟავა პროდუქტებით: მაწონი, არაჟანი, ხაჭო და ა.შ “, - აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.
კომპანიის პრიორიტეტი მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაა.
„რძის ქალაქის“ უმთავრესი პრიორიტეტია მაღალი ხარისხის, უსაფრთხო პროდუქციის წარმოება. ამიტომ მეტად ვართ კონცეტრირებული წარმოების პროცესების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე და არ ვზრდით სწრაფად ჩვენს ასორტიმენტს “, - განმარტავს თამარ მოდებაძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საქმიანობა 34 წლის წინ დაიწყო, როგორც პატარა საოჯახო ბიზნესმა, ხოლო 2021 წელს განხორციელდა რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია და გაიხსნა მაღალტექნოლოგიური ახალი ქარხანა, რის შემდეგაც გაჩნდა ბრენდი „რძის ქალაქი“. ამ ეტაპზე კომპანია თბილისში ორ მაღაზიას ფლობს.