მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და UGT-იმ თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენასა და ბიზნესის ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე ერთობლივი კონფერენცია გამართეს

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კომპანია UGT-თან თანამშრომლობით, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენასა და ბიზნესის ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე ერთობლივი კონფერენცია გამართეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ ინოვაციური ტენდენციების განხილვას, რომლებიც დღეს ბიზნესის ზრდისა და განვითარების ახალ მოდელებს მოიცავს.

დისკუსიის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის როლზე ბიზნესის ტრანსფორმაციაში, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესის მართვის მოდელებს, როგორ გარდაქმნის გადაწყვეტილების მიღების პროცესს და როგორ ქმნის ახალ სტანდარტებს პროდუქტიულობისა და ეფექტიანობისთვის. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც დროულად იღებენ მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ოპერაციულ შედეგებს და ქმნიან სტრატეგიულ უპირატესობას ბაზარზე.

„ტექნოლოგიური პროგრესი მხოლოდ ბიზნესის პროცესებს არ ცვლის - ის ქმნის ახალ ეკონომიკურ რეალობას. მსგავსი შეხვედრები აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას, გაიაზრონ რა მიმართულებით ვითარდება მსოფლიო და როგორ უნდა მოერგონ ამ ცვლილებებს, რათა გახდნენ უფრო ეფექტიანები, დაცულები და კონკურენტუნარიანები" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის IT კომიტეტის თავმჯდომარემ და UGT ჯგუფის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ასლანიშვილმა.

ასევე, ღონისძიებაზე განხილული იყო ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის გავლენა ოპერაციულ ოპტიმიზაციაზე, კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები და ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქლაუდ ინფრასტრუქტურასა და მონაცემთა მართვის სწორ სტრატეგიებს ორგანიზაციების ზრდისა და მდგრადობისთვის. ექსპერტთა თქმით, თანამედროვე ბიზნესს უკვე აღარ შეუძლია ტრადიციულ მოდელებზე დაყრდნობა, ტექნოლოგია დღეს გახდა სტრატეგიული გეგმის აუცილებელი ნაწილი.

„მსგავსს პლატფორმებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებაში, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა უკეთ გაიაზრონ ტექნოლოგიური ცვლილებების სწრაფი ტემპი და საჭირო ინსტრუმენტები რეალურად მზარდი ეკონომიკური კონკურენციის პირობებში. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და კომპანია UGT მომავალშიც გააგრძელებენ შეხვედრების, ფორუმებისა და დისკუსიების ორგანიზებას, რომ ქართულ ბიზნესს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ცოდნაზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის" პირველი ცათამბჯენის მშენებლობა 2029 წელს დასრულდება

14.03.2026.15:13

დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის" პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ამბასადორ აილენდ ბათუმის" პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
„დღევანდელი მოვლენა ნამდვილად ისტორიულია თავისი შინაარსით. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის" პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში.
 
ეს ინიციატივა უპრეცედენტო მასშტაბისაა. ზღვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება ურთულესი საინჟინრო გამოწვევაა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ მიწის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი შესრულებულია და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
 
ჩვენთვის ძალიან ღირებულია პროექტის ეკონომიკური განზომილება. მხოლოდ პირველი ცათამბჯენის მშენებლობაში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა", - განაცხადა პრემიერმა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას.
 
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი კუნძულის ტერიტორიის 49 პროცენტი მთლიანად რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა. სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული Arup-ის უშუალო ჩართულობით, რაც „ჭკვიანი ქალაქისა" და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს.
 
პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას. დღევანდელი დღე სწორედ ასეთი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
მადლობას ვუხდი „ამბასადორი ჯგუფს" და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული - მადლობა არქიტექტორებს, ინჟინრებს, მშენებლებსა და ყველა სპეციალისტს, ვისი ყოველდღიური შრომითაც ეს პროექტი ხორციელდება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამ პროექტის სულის ჩამდგმელს, ბატონ ბუბა ქებურიას, ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის.
 
2029 წელს ჩვენ უკვე ვიხილავთ დასრულებულ პირველ ცათამბჯენს ეს იქნება განვითარებისა და პროგრესის ახალი სიმბოლო, რომელიც ბათუმს და, ზოგადად, საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაამკვიდრებს მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა