საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 100-ზე მეტ ჰარვარდის სტუდენტს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის OPM პროგრამის 100-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლა და მათ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები და ბიზნესის განვითარების ტენდენციები გააცნო. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობას და პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე უფრო ფართო ხედვის შექმნას.
ღონისძიების ფარგლებში, მოხდა BAG ინდექსის პრეზენტაცია, რომელიც ასახავს კერძო სექტორის ეკონომიკურ განწყობებსა და მოლოდინებს. ასევე, სტუმრებს წარედგინათ „გალტ & თაგარტის" მიერ მომზადებული ეკონომიკური მიმოხილვაც, სადაც დეტალურად განიხილეს მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ზრდის პოტენციალი და ქვეყნის წამყვანი ეკონომიკური სექტორების პერსპექტივები.
ღონისძიება დასრულდა კითხვა–პასუხის სესიით, სადაც ჰარვარდის სტუდენტებმა ადგილობრივი ბიზნეს-კლიმატის, რეგულაციებისა და პერსპექტიული სექტორების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.
„საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან 100-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის მფლობელი და პრეზიდენტი სტუმრობდა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ინვესტორებისთვის ღია და პერსპექტიული ქვეყნის პოზიციონირებისათვის. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პრეზენტაციები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის რეპუტაციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენ ვაგრძელებთ კერძო სექტორის ინტერესების დაცვას და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე," – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
23.09.2025.18:34
საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყნის წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეს დანერგა. ბიზნეს მობილბანკში SWIFT Tracking ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია. სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გადარიცხვების სტატუსზე ინფორმაცია რეალურ დროში მოიძიონ.
ფუნქციონალის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, სრულყოფილად ადევნონ თვალი გადახდის პროცესის თითოეულ ეტაპს თანხის ბანკიდან გასვლიდან - შუამავალი ბანკების გავლით, ადრესატთან ჩარიცხვამდე. აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამარტივებს საზღვარგარეთ პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარ ვენდორებს გადარიცხვის პროგრესი ოფიციალური დოკუმენტის სახით დაუდასტურონ.
„საქართველოს ბანკში მუდმივად ვზრუნავთ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად საქმიანობენ. მისი წარდგენით, შესაძლებელია ბიზნეს პროცესების კიდევ უფრო დაჩქარება – მაგალითად, პარტნიორებს მხრიდან ტვირთის გამოგზავნა ან მომსახურების დაწყება თანხის საბოლოო დარიცხვამდე. ეს კი ადგილობრივ ბიზნესს მეტ მოქნილობასა და ეფექტურობას სძენს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
ამ და სხვა ფუნქციონალების გამოსაყენებლად, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.