მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანიებს „ფორსაითს" და „რიკო ექსპრესს" წარმატებულ თანამშრომლობას და 200 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვებას

news image

„ფორსაითის" მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „რიკო ექსპრესმა" 200 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა" 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა.

ემისიის მიზნობრიობას 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და პორტფელის ზრდა წარმოადგენს. „რიკო ექსპრესის" ბონდები 80%-ით უზრუნველყოფილია საკრედიტო პორტფელით, მისი ვადიანობა 5 წელს შეადგენს, საპროცენტო განაკვეთად კი განსაზღვრულია TIBR+3%.

„რიკოს ექსპრესის" 200 მილიონი ლარის ემისია, რომელიც კომერციული ბანკებისგან სრულად დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტის, „ფორსაითის" მხარდაჭერით განხორციელდა, ლარში დენომინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ემისიაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. აღსანიშნია, რომ „ფორსაითის" მიერ წარმატებით განხორციელებული ემისია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს საფინანსო ბაზრის დივერსიფიკაციის და ალტერნატიული დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით.

დღესდღეობით, „რიკო ექსპრესი" საქართველოში N1 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა პორტფელისა და კაპიტალის მიხედვით. 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, კომპანიის აქტივებმა 1 მილიარდ ლარს მიაღწია. „რიკო ექსპრესი", მთელი საქართველოს მასშტაბით, 70 ფილიალს აერთიანებს და 2.5 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი წევრი კომპანიების „ფორსაითისა" და „რიკო ექსპრესის" თანამშრომლობით განხორციელდა საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ლარში დენომინირებული ემისია. აღნიშნული ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი თანდათან იძენს ალტერნატიული დაფინანსების მნიშვნელოვან როლს, რაც ხელს უწყობს საფინანსო სექტორის დივერსიფიკაციასა და კერძო სექტორის მდგრად განვითარებას, რაც ცალსახად პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ფორსაითის" ჯგუფში შედის როგორც ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსი", ასევე, ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი". „ფორსაითი" კლიენტებს სთავაზობს როგორც მრავალფეროვან საინვესტიციო პროდუქტებს, ასევე, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ მომსახურებას. ამასთან, „ფორსაითი" პირველი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მართავს საქართველოში პირველ და ამ ეტაპზე, ერთადერთ საცალო (ავტორიზებულ) საინვესტიციო ფონდს „ფორსაითის ლარის ფონდს".

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე

20.02.2026.22:52

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.

„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.

აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო. 

არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.

„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.

საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა