საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს „საქკაბელს" თვითმზიდი კაბელისთვის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის მინიჭებას
საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, „საქკაბელის" პროდუქციამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ევროპულმა ავტორიტეტულმა ელექტროტექნიკური პროდუქტების მასერტიფიცირებელმა ორგანო EZÚ-მ ხარისხისა და სტანდარტთან შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატი ამჯერად „საქკაბელის" წარმოების თვითმზიდ (ABC) კაბელს მიანიჭა.
ABC კაბელი მაგისტრალურ საჰაერო გადამცემ ხაზებში, საცხოვრებელი სახლებისა და საყოფაცხოვრებო შენობების განშტოებებზე გამოიყენება. საჰაერო გადამცემი ხაზებისთვის განკუთვნილი სტანდარტული კაბელებისგან განსხვავებით, აღნიშნული პროდუქტის საიზოლაციო მასალა შეიცავს დანამატს, რაც კაბელს განსაკუთრებით მედეგს ხდის ულტრაიისფერი სხივების მიმართ და გაუმჯობესებული თერმული თვისებებით გამოარჩევს.
ABC კაბელმა ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტის" ლაბორატორიაში კომპლექსური ტესტირების პროცესი გაიარა, რის ფარგლებშიც შეფასდა კაბელის კონსტრუქციული ზომები, მარკირების შესაბამისობა, მასალების ტიპები და ფერები. გარდა ამისა, ლაბორატორიაში სიღრმისეულად მოხდა კაბელის ელექტრო-მექანიკური თვისებების შესწავლა, მათ შორის ისეთი კომპონენტების, როგორიცაა: დენგამტარის ელექტრული წინაღობა, ტექნიკური ნახშირბადის შემცველობა, სადენის მედეგობა მაღალ ძაბვაზე და სხვ.
ჩატარებულმა ტესტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „საქკაბელის" მიერ წარმოებული ABC კაბელი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და საიმედოდ უზრუნველყოფს დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებას საჰაერო გადამცემი ხაზების საშუალებით.
„საქკაბელის" მიერ წარმოებული თვითმზიდი ABC კაბელის საშუალებით, უკვე წლებია, ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება საქართველოს არაერთ რეგიონს და პროდუქტი სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად გამოიყენება. ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტისგან" საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება კი, აღნიშნული პროდუქტის სანდოობისა და მაღალი ხარისხის კიდევ ერთი დასტურია, რომელიც გზას გვიხსნის საერთაშორისო ბაზრებზე. ეს წარმატება „საქკაბელის" გუნდის დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია. ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის განვითარებას და მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტის საკაბელო გადაწყვეტების შეთავაზებას", – „საქკაბელის" მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.
ინფორმაციისთვის, ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი" მოწინავე ევროპული მასერტიფიცირებელი ორგანოა, რომელიც 1926 წლიდან ახორციელებს პროდუქტებისა და მენეჯმენტის სისტემების ტესტირებას, შემოწმებასა და სერტიფიცირებას. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან და უზრუნველყოფს მიუკერძოებელ შეფასებას პროდუქტებისა და მენეჯმენტის სისტემების შესაბამისობის შესახებ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.07.2025.11:45
კომპანია "ავერსმა" უკვე მეოთხედ, ტრადიციულად წარადგინა ფესტივალი „არტ-გენი“. როგორც ფარმაცევტული კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა წელს ოცდამეორედ ათასობით სტუმარს უმასპინძლა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი კუთხე. სტუმრები საყვარელი მუსიკალური ჯგუფების მოლოდინში ღვინოსა და ქართულ კერძებს აგემოვნებდნენ, ათვალიერებდნენ ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, უსმენდნენ რეგიონებიდან ჩამოსულ ფოლკლორულ ოჯახებს.
„ავერსის სივრცეში კი სტუმრებს მოსასვენებელი გარემო, საბავშვო კუთხე, ფოტო ზონა და გათამაშებები ელოდათ. ფესტივალის სტუმრები ავერსმა მინიატიურული ქისებითა და კოსმეტიკური საშუალებებით დაასაჩუქრა.
სამი დღის განმავლობაში „არტ-გენის“ სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგნენ: ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“, ნიკოლოზ რაჭველი, „33ა“ და მოეწყო ინოლა გურგულიას სიმღერების საღამო. ფესტივალი „სუხიშვილების“ შთამბეჭდავმა კონცერტმა დახურა.
ავერსისთვის პატივია, იყოს ეროვნული ფასეულობების მხარდამჭერი და წვლილი შეჰქონდეს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში“, - განმარტავენ „ავერსში“.