მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წევრ კომპანია სს "ბანკ ქართუს" საკრედიტო რეიტინგის B+ დონემდე გაუმჯობესებას ულოცავს

news image

2025 წლის 26 სექტემბერს, ჩატარებული შეფასების შედეგად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა სს „ბანკ ქართუს" გაუმჯობესებული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა.

ბანკმა ქართუმ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და გააუმჯობესა თავისი რეიტინგი, რაც პირდაპირ მოწმობს, როგორც შიდა მართვის მაღალი ხარისხის ეფექტიანობას, ისე ბანკის ფინანსურ სტაბილურობასა და გრძელვადიან მდგრადობას. აღნიშნული შედეგი ასახავს ორგანიზაციის უნარს, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე საბანკო სექტორის გამოწვევებს და განაგრძოს განვითარება სტრატეგიული მიზნების შესაბამისად" განაცხადა ბანკი ქართუს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ. 

საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს არამხოლოდ ბანკის წარმატების აღიარებას, არამედ ასევე ზრდის მის სანდოობას ინვესტორებსა და პარტნიორებთან ურთიერთობებში.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ამაღლება განპირობებულია ბანკის აქტივების ხარისხის გაუმჯობესებით, ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდითა და მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით.

„ვულოცავთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიას ბანკ ქართუს ამ საერთაშორისო აღიარებას, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. აღნიშნული მიღწევა ბანკის გუნდის პროფესიონალიზმსა და დაუღალავ შრომას ასახავს, რაც მისი გრძელვადიანი მდგრადობისა და განვითარების საფუძველია" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა