საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა ონლაინ 2 წუთშია შესაძლებელი
საქართველოს ბანკმა მეწარმეებს ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გაუმარტივა. საქართველოსბანკის ფილიალში ან იუსტიციის სახლში შპს-ს ან ინდმეწარმის სტატუსით რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, საბანკო ანგარიში ონლაინ, სულ რაღაც 2 წუთში გახსნას.
ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ადგილიდან — ონლაინ, საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკით ან საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.
ახლადრეგისტრირებული ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სასტარტო ბიზნეს ნაკრები 6 თვის ვადითყოველგვარი საკომისიოს გარეშე გააქტიურონ. ნაკრები ბიზნესისთვის საჭირო სერვისებს, უფასო პროდუქტებსა და კომუნალურებს, განაღდების მაღალი ლიმიტსა და სხვა უპირატესობებს აერთიანებს.
გარდა ამისა, საჩუქრების კამპანიის ფარგლებში, ამჟამად ახლადრეგისტრირებულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, ციფრული არხებიდან (ბიზნეს ინტერნეტბანკი ან მობილბანკი) გააქტიუროს ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე 3 თვის განმავლობაში. კამპანიაში მონაწილე ბიზნესები ასევე საჩუქრად მიიღებენ MasterCard ბიზნეს ბარათს რომელზეც კამპანიის პერიოდში ნებისმიერ გადახდაზე 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე);
დამატებით, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ორი სარგებლიდან აირჩიოს ერთ-ერთი :
ასევე, ყველა მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება კამპანიში სადაც მინიმუმ 50 ლარიან ტრანზაქციებზე შესაძლებლობა აქვთ, შემდეგი ფულადი პრიზები მიიღონ:
რაც მთავარია, ანგარიშის გახსნის შემდეგ, ბიზნესებს შეუძლიათ ყოველდღიური პროცესები ბიზნესმობილბანკით კიდევ უფრო გაიმარტივონ:
ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ტრადიციული და გემოთი მდიდარი პასკები - Castello Mare-ს სააღდგომო ასორტიმენტი
03.04.2026.18:00
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ტრადიციულ სააღდგომო პასკებს ვთავაზობთ, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი გემოთი , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.
როგორია Castello Mare-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?
Castello Mare-ში წელს სტუმრებს ვთავაზობთ ტრადიციულ სააღდგომო პასკებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდარი გემოთი, ნაზი ტექსტურითა და სადა, ელეგანტური გაფორმებით - ზუსტად ისეთი, როგორიც სააღდგომო სუფრას უხდება.
აღდგომის პერიოდი ჩვენს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და საზეიმოა: ჯეჯილი, წითელი კვერცხები, საგანგებოდ მომზადებული პასკები და ის სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელსაც წლებია ერთგულად ვინარჩუნებთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ კულინარიული შეთავაზება არ არის - ეს არის ტრადიცია, ემოცია და სტუმრისთვის შექმნილი განსაკუთრებული გამოცდილებაა.
სწორედ ამიტომ, სააღდგომო დღეებში Castello Mare-ში სტუმრობა ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო ტრადიციად იქცა.
რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?
ჩვენი პასკები მზადდება ტრადიციული ინგრედიენტებითა და კლასიკური სააღდგომო რეცეპტით. განსაკუთრებულობას მათ ანიჭებს არა მხოლოდ სწორად შერჩეული შემადგენლობა, არამედ მომზადებისადმი დამოკიდებულება - პროცესი, რომელსაც ჩვენი შეფ-კონდიტერი ჯეირან ცეცხლაძე თავისი კონდიტრებით განსაკუთრებული სიფრთხილით, გამოცდილებითა და გულით უძღვება.
პასკის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგი იყოს გამორჩეულად არომატული, გემოთი მდიდარი, დახვეწილი ტექსტურის და სწორედ ისეთი, როგორსაც ნამდვილი ტრადიციული პასკისგან ელიან. ეს არის გემო, რომელშიც იგრძნობა როგორც ხარისხი, ისე მზრუნველობა. ცალკე ისტორიაა ცომის მომზადების საკითხი, რომელიც მრავალ ეტაპიანია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.
რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?
წელს მომხმარებლებს შევთავაზებთ ორ ზომას: 1 კგ-სა და 1.3 კგ-იან პასკებს. ფასები განისაზღვრება დაახლოებით 35-40 ლარის ფარგლებში. ვფიქრობთ იდეალურია როგორც ოჯახური სუფრისთვის, ასევე სასაჩუქრედ სააღდგომო დღეებში.
არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს მისი შეძენა?
დიახ, Castello Mare-ში სააღდგომო პასკებზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სოციალური ქსელების ან საკონტაქტო ნომრის მეშვეობით.
ვცდილობთ, შეკვეთის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს, რათა ყველამ შეძლოს სააღდგომო სუფრის წინასწარ დაგეგმვა და ჩვენი საფირმო პასკების დროულად შეძენა.
ცნობისთვის, Castello Mare აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს, ზღვის სანაპიროსთან ახლოს.