მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

საქართველოს ბანკსა და TelAgri-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

საქართველოს ბანკი განაგრძობს აგრო სექტორის ხელშეწყობას და ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკსა და აგროტექნოლოგიურ პლატფორმა TelAgri-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. TelAgri ფერმერებსა და დარგის სპეციალისტებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ემსახურება. ხოლო თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს აგრო სექტორის განვითარებას ინდუსტრიული კვლევების, ერთობლივი სერვისებისა და პროდუქტების შემუშავების გზით

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ მიმართულებებზე:

• ინდუსტრიული კვლევები და ანალიზი: წლიური/კვარტალური შეჯამება და პროგნოზირება, ბაზრისა და ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, საერთაშორისო ბაზრებისა და მოხმარების ანალიზი, აგრონომიული, აგროტექნიკური და სხვა რელევანტური მიმართულებების ანალიზი და სხვა.

• მრავალწლოვანი კულტურების პორტფელის გაჯანსაღება: მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, მეწარმეებისთვის სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება სპეციალური პირობებით, კალკულაციებისა და პროგნოზების ერთობლივად შემუშავება, პროექტების ანალიზი, სავეგეტაციო და აგროტექნიკური ფაზების იდენტიფიკაცია და სახელმძღვანელოების შემუშავება, პროექტების მონიტორინგი და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა.

• საჯარო თანამშრომლობა: ერთობლივი ინდუსტრიული აქტივობების განხორციელება (შეხვედრები, საველე ვიზიტები, ტრეინინგები და სხვა).

საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა მრავალი წელია, პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ TelAgri-სთან თანამშრომლობას ვიწყებთ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აგრო სექტორის განვითარებაში და რისკების შემცირებაში. ამასთან, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ თანამშრომლობით, ჩვენ გავაძლიერებთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურას და გრძელვადიან პერსპექტივაში, თითოეული ფერმერისთვის ახალ შესაძლებლობებს შევქმნით“, - აცხადებს ნინო აფციაური, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

ტელაგრში გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა აგრობიზნესს უფრო ეფექტურსა და მომგებიანს ხდისროგორც ფერმერებისთვის, ისე ფინანსური ინსტიტუტებისთვის. სწორედ ამ რწმენით შევქმენით პლატფორმა, რომელიც ბაღებიდან მიღებულ ინფორმაციას ციფრულ მონაცემებად გარდაქმნის.

ჩვენი პლატფორმა ფერმერებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში მიიღონ სანდო ინფორმაცია საკუთარი მეურნეობის მდგომარეობის შესახებ, ხოლო ბანკებსმიიღონ გააზრებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

გვწამს, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგროსექტორის სტანდარტების განვითარებასა და გაუმჯობესებას - რეგიონის, კულტურისა და ჯიშის სპეციფიკის გათვალისწინებით. შედეგად, ფერმერები და ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ მოლოდინების უფრო ეფექტიან მართვასა და აგრობიზნესების მომგებიანობის ზრდას“, — აცხადებს ირაკლი ჩიქავა, ტელაგრის თანადამფუძნებელი და CEO.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში

06.06.2025.18:01

SOLO Education-ისა და Anglo-Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად SOLOმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დიდ ბრიტანეთში, Paris Saint-Germain-ის აკადემიისსაზაფხულო ბანაკზე ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით.

 

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 8-17 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ დაივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში, მოინახულონ ინგლისის ცნობილი სტადიონები - ადგილები, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერება. 

 

Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 20 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით Anglo-Georgia-ს, ნომერზე: 579 20 10 00 განაცხადების მიღება 9 ივნისამდე მიმდინარეობს, ადგილები შეზღუდულია.

 

ამასთან, ივნისს დაესწარით SOLO Education-ის შეხვედრას და გაიგეთ მეტი PSG Academy UK-ის შესახებ

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა