მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7056.6
0.0209
flag
AZN 1.6165
-0.0003
flag
CNY 37.802
-0.0039
flag
EUR 3.1143
-0.0096
flag
GBP 3.6648
-0.0084
flag
KZT 53.42
-0.0016
flag
TRY 0.0715
0.0001
flag
USD 2.7487
-0.0005

საქართველოს ბანკსა და Swisscontact-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი,  ახალი შესაძლებლობების შექმნასა და პარტნიორული ქსელის განმტკიცებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა Swisscontact-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტს“ (RSMEDP) ახორციელებს, Mercy Corps-თან და Springfield Centre-თან ერთად.

 

პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერაა დაფინანსებული.

 

ურთიერთთანამშრომლობის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, მათთვის დამატებითი რესურსების მობილიზება და საგანმანათლებლო თუ სხვა სერვისების გაზიარებაა.

 

 თანამშრომლობა ითვალისწინებს:

 

  1. ESG პროდუქტებისა და პროცესების განვითარებას - ამ მიზნით, მხარეები ეფექტური სერვისების შემუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას;
  2. არაფინანსური სერვისების განვითარებას - ურთიერთთანამშრომლობით, ჩამოყალიბდება საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და სხვა ისეთი სერვისები, რომლებიც მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში დაუჭერს მხარს და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის გზებზე მიაწვდის ინფორმაციას. მათ შორის, პარტნიორობა ბიზნეს სესხების აპლიკაციის ხარისხის გაუმჯობესებასაც ისახავს მიზნად. 

 

„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტთან“ (RSMEDP). გასულ წლებში ჩვენ ერთად რეგიონული ბიზნესებისთვის, მათ შორის, აგრო თუ სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე მეწარმეებისთვის, არაერთი შესაძლებლობა შევქმენით, გავუზიარეთ მათ განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია და რესურსები. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის მდგრადი განვითარება  რეგიონული, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის გაძლიერების გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ, რეგიონული ბიზნესების გაფართოებასა და გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას. დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პროდუქტების და სერვისების ეფექტურად მიწოდების მიზნით პროექტი ითანამშრომლებს ბანკის არასაბანკო პროდუქტების განვითარებისა და ESG და მდგრადობის დეპარტამენტებთან. საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია საწარმოების ეფექტური ფუნქციონირებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და გაზრდის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებსა და დასაქმებას“, - აღნიშნა რიჩარდ როუზმა, “რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის“ ხელმძღვანელმა.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Wizz Air-ით მოგზაურობა, როგორც საუკეთესო გამოცდილება: ჭკვიანური რჩევები, ციფრული კომფორტი და ინოვაციური სერვისი

01.05.2025.17:17

საიდუმლო არ არის, რომ ბიუჯეტური მოგზაურობა, უკვე დიდი ხანია მხოლოდ ეკონომიასთან აღარ ასოცირდებაგანსაკუთრებით მაშინ, როცა ავიაკომპანიას ისეთი ამბიციური ხედვა აქვს, როგორიც Wizz Air-. ციფრული მიდგომა, დაბალი ფასები, თანამედროვე თვითმფრინავები და ახალი Customer First Compass ინიციატივა — Wizz Air აკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მხოლოდ ბილეთის ფასით კი არა, არამედ სერვისითაც გაგაოცოთ.

დღეს განვიხილავთ პრაქტიკულ რჩევებს, რომ თქვენი მომდევნო ფრენა არა მხოლოდ იაფი, არამედ ჭკვიანური, კომფორტული და ხალისიანი იყოს:

  1. საიდუმლო ამოხსნილიაროგორ იპოვო ბილეთი ყველაზე დაბალ ფასად

თუ Wizz Air-ის საიტზე გადაწყვიტეთ ბილეთის ყიდვა და მოგზაურობის თარიღი ჯერ ზუსტად არ შეგირჩევიათ, მაშინ შეგიძლიათ ბილეთი ყველაზე დაბალ ფასად აღმოაჩინოთ. ამისთვის საჭიროა უბრალოდ გამოიყენოთ Fare Finder ანუ ისარგებლოთ ფასით ძიების ფუნქციონალით. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რა მიმართულებაზე გსურთ ბილეთების დაჯავშნა, აირჩიოთ სასურველი თვე და სულ ესაა, თქვენს წინ ყველაზე ხელმისაწვდომი ბილეთების არჩევანი გადაიშლება. ხოლო თუ კონკრეტული მიმართულებაც არ გაქვთ შერჩეული, კიდევ უფრო უკეთესი - ამ შემთხვევაში თითქმის უფასოდაც კი დაჯავშნით ბილეთს.

  1. Wizz Discount Club — კლუბი, სადაც დაზოგვა არ არის მხოლოდ ბონუსი

თუ წელიწადში ორჯერ მაინც დაფრინავთ, მაშინ აუცილებლად უნდა გახდეთ Wizz Discount Club-ის წევრი. წევრობის საფასური დაბალია, ხოლო ფასდაკლებები – სერიოზული. თითოეულ ფრენაზე შეგიძლიათ დაახლოებით 10 ევრო (დაახლოებით 30 ლარი) დაზოგოთ, ხოლო ბარგზე – 20 ევრომდე (დაახლოებით 60 ლარი). ვთანხმდებით, რომ 1 გზაზე თითქმის 90 ლარის დაზოგვა ხუმრობა არ არის. უფრო მეტიც, საწევრო ბარათი ასევე ვრცელდება თქვენს ერთ ან ორ მეგობარზე — ასე რომ მეგობრებთან ერთად მოგზაურობა კიდევ უფრო ბიუჯეტური გამოდის.

  1. 100%-ით ციფრული გამოცდილებააპლიკაცია, რომელიც ყველაფერს დაგიგეგმავთ

დაჯავშნიდან ჩასხდომამდე, ერთი აპლიკაციით შეგიძლიათ მართოთ ყველა ნაბიჯი. ბილეთის დაჯავშნა, ბარგის დამატება, ადგილის შერჩევა, ჩასხდომის ბარათი და რეალურ დროში განახლებების მიღება — ეს ყველაფერი ხელისგულზე გაქვთ. თანაც Wizz Air-ის მობილური აპლიკაცია უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

  1. Customer First Compass – ინვესტიცია თქვენს კომფორტში

Wizz Air-ის ახალი ტრანსფორმაციული ინიციატივა იმის მტკიცებულებაა, რომ ბიუჯეტური ფრენა სულაც არ ნიშნავს კომპრომისს. 14 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოხმარდება ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • პროდუქტი: ეკომეგობრული, თანამედროვე ფლოტი და Airbus A321XLR-ის კონტინენტთაშორისი შესაძლებლობები
  • ფასი: დაბალი ტარიფები, გამჭვირვალე პოლიტიკა და მეტი სარგებელი მომხმარებლებისთვის
  • მომსახურება: სწრაფი რეაგირება, ვირტუალური ასისტენტი, ბილეთის დაბრუნება 24 საათში და სერვისი მინიმალური შეფერხებებით
  • კომუნიკაცია: გაუმჯობესებული მხარდაჭერა აპლიკაციით, SMS-ით და ელფოსტით. ზაფხულიდან კი, MyJourney ფუნქციაც ხელმისაწვდომი გახდება.

მოგზაურობის დროს მუდმივი ინფორმირებულობა აუცილებელია  - ეს მომხმარებლებს აძლევთ დამატებითი სიმშვიდის განცდას. არ დაგვავიწყდეს, მართალია მოგზაურობა პოზიტიური გამოცდილებაა, თუმცა ის შესაძლოა სტრესული იყოს. Wizz Air-ის ახალი MyJourney ფუნქცია აპლიკაციაში რეალურ დროში მოგაწვდით დეტალებს ჩამოფრენის დროის, შეფერხებების, გეითის, ბარგისა და სხვა აეროპორტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის შესახებ.

თუ სწორად დაგეგმავთ მოგზაურობას, გამოიყენებთ ხელმისაწვდომ სერვისებს და მიენდობით ინოვაციურ ციფრულ გამოცდილებას, მაშინ Wizz Air-ით მოგზაურობა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მიმზიდველი ბილეთის ფასი მხოლოდ დასაწყისიადანარჩენი თქვენზეა. დაე, თქვენი მომდევნო მოგზაურობა იყოს მარტივი, ორგანიზებული და დაუვიწყარი ზუსტად ისეთი, როგორსაც Wizz Air გვთავაზობს - მომხმარებელზე ორიენტირებულს, ხელმისაწვდომს და ინოვაციურს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა