საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების მეთოდის დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ ბანკს - კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს შორის მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური მეთოდის დანერგვის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმდი გაფორმდა. სერვისი მომხმარებლებისთვის სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.
მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური მეთოდი საქართველოში პირველად ინერგება და მისი დახმარებით ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, თანხა ჩამოთვლილ ქართულ ბანკებს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აისახება. საგულისხმოა, რომ თანხის გადარიცხვა როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ეროვნულ ვალუტაში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10 000 ლარის ოდენობის ლიმიტი იმოქმედებს. მომხმარებლები შეძლებენ დღის განმავლობაში გადარიცხვის შესრულება შეუზღუდავი სიხშირით განახორციელონ.
„აღნიშნული სიახლე სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი მეშვეობით პარტნიორ ბანკებთან ერთად მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მარტივად შეასრულონ გადარიცხვები და თანხა სასურველ დროს მიიღონ. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში საქართველოს ბანკთან ერთად სამი ბანკი ჩაერთო, რითიც ჯამში ასეულობით ათას მომხმარებელს უფრო სწრაფი და ეფექტიანი საბანკო სერვისის მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვფიქრობ, ეს ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპია და იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს ამ სიახლით, საჭიროა სხვა ბანკებიც ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენ ამ სიახლით არ ვჩერდებით და მომავალში ამ მიმართულებით არაერთ სიახლეს შევთავაზებთ როგორც ფინანსურ სექტორს, ისე ჩვენს მომხმარებლებს“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.19:54
საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამა PLUS წელს 8 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდმა ლოიალურ მომხმარებლებს შოპინგის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და 100,000-მდე ადამიანს სურვილების ასრულებაში დაეხმარა.
5 ივლისს მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეგროვებული PLUS ქულებით პარტნიორ ობიექტებში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეეძინათ.
წლევანდელი PLUS დაბადების დღე გამორჩეულად აღინიშნა. კამპანიის სახე ბუდუ ზივზივაძე გახდა, საქართველოს ნაკრების რვა ნომერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ თამაშთან ერთად, თავი ცნობილი აღნიშვნით დაგვამახსოვრა. სიმბოლურია, რომ ბუდუ ნაკრებში 8 ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS 8 წლის გახდა.
სწორედ ამ დღის აღსანიშნად, საქართველოს ბანკის 300-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჩაერთო, რამაც წლევანდელი დაბადების დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. 100,000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა სხვადასხვა შეთავაზებებით და აისრულა დიდი ხნის ნანატრი სურვილები.
„5 ივლისი განსაკუთრებული დღეა, როგორც ჩვენთვის, ასევე, ათი ათასობით ჩვენი მომხმარებლისთვის და ასობით პარტნიორი კომპანიისთვის. წელს PLUS-ის დაბადების დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ამ დღეს ჯამში 170,000-მდე გადახდა შესრულდა PLUS ქულებით, რაც წარმოუდგენლად დიდი მასშტაბია. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ PLUS უკვე მხოლოდ ლოიალობის პროგრამა კი არა, ყოველდღიურობის ნაწილია“- განაცხადა საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან ბიჭიაშვილმა
თუ წელს ვერ აღნიშნე PLUS დაბადების დღე ჩვენთან ერთად გული არ დაგწყდეს, აქედანვე დაიწყე მზადება, თვალი ადევნე საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის შეთავაზებებს, რაც სხვადასხვა ფასდაკლებებსა და ქეშბექებს მოიცავს და ხშირად შესაძლებლობას გაძლევს 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS ქულა მიიღო.