საქართველოს ბანკსა და „Bene Group“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკი ბიზნესების გაძლიერებას და მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და „Bene Group”- ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი კუკულაძემ და Bene Group - ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი გოგლიძემ მოაწერეს.
პროექტის ჯამური ღირებულება 5.5 მილიონ აშშ დოლარია, რომელიც სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ. პროექტის ფარგლებში გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში 13,000 კვ.მ ფართობის თანამედროვე სასაწყობე კომპლექსის მშენებლობა და მოწყობა იგეგმება.
“Bene Group -ი 2014 წლიდან მომხმარებლებს მაღალი დონის ლოგისტიკურ და სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე და პროფესიონალთა გუნდზე. 2017 წელს დავაარსეთ პრემიუმ სერვისზე ორიენტირებული ბრენდი - Bene Exclusive,ხოლო 2024 წელს საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოვეთ და სასაწყობე მეურნეობის სექტორშიც შევედით. აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა სცდება მხოლოდ Bene Group-ის სტრატეგიულ გეგმებს – იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველოში სასაწყობე ფართებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა, თუმცა ხარისხიანი და სტრატეგიულად კარგად მდებარე სივრცის დეფიციტი კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ბევრი კომპანიისთვის. ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სასაწყობე კომპლექსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიწოდების მხარეს. ამასთან, ობიექტით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე საერთაშორისო მსხვილი კომპანია, რაც პროექტს დამატებით საინვესტიციო ღირებულებას სძენს და ხელს უწყობს ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინებას. საქართველოს ბანკი კომპანიის განვითარების ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული და მრავალწლიანი თანამშრომლობა არა მხოლოდ სტაბილური ფინანსური მხარდაჭერით, არამედ ერთობლივად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებითაც გამოიხატება. სწორედ ამის დასტურია თანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ ახალ მასშტაბებს შეიძენს და ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა Bene Group-ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი გოგლიძემ
“დღეს გაფორმებული მემორანდუმი წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ ეტაპს და შეეხება პარტნიორობას Bene Group-ის ახალ ლოგისტიკურ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს გარდაბანში, თანამედროვე სასაწყობე კომპლექსის განვითარებას. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის დივერსიფიცირებული და გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით. მემორანდუმით, საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს Bene Group-ს როგორც მიმდინარე პროექტის წარმატებით განხორციელებაში, ასევე მის მასშტაბურ და ამბიციურ გეგმებში. გვეამაყება ეს გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა, რომელიც მუდმივად შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. გვჯერა, რომ Bene Group-ისა და ჩვენი საერთო წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები ჯერ კიდევ წინ არის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი წეროძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენ ყველა ავიარეისის ანალიტიკას ვაკეთებთ, განსხვავებით ფსევდო ექსპერტებისგან - მარიამ ქვრივიშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
28.04.2025.21:04
ქალაქის ყველაზე გამორჩეული სტილის მქონე სასტუმროში Radisson RED Tbilisi ახალი კულინარიული სივრცე Steakhouse #1 იხსნება. სტეიკჰაუსის კონცეფცია კლასიკისა და თანამედროვე, თამამი და ქართული ელემენტებით გადმოცემულ ახალ ხედვაში მდგომარეობს.
Steakhouse N1 უმაღლესი ხარისხის ხორცზე, ნამდვილ გემოსა და დახვეწილ გარემოზეა ფოკუსირებული. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს, ატმოსფეროსა და გამორჩეულ გემოს ყოველ ჯერზე.
გახსნასთან ერთად, Radisson RED Tbilisi ახალ მენიუსაც წარადგენს, რომელიც კლასიკურ რეცეპტებს თანამედროვე ინტერპრეტაციით გააერთიანებს. რესტორანი ნამდვილი სტეიკის მოყვარულებს ფართო არჩევანს შესთავაზებს. გარდა ამისა, ხორცის შეწვის ექვსივე დონის შეთავაზება ყველა გემოვნების სტუმარს დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს.
“Steak House N1 უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და Radisson RED-ში უკვე მეორე ფილიალით იქნება წარმოდგენილი. მომხმარებლისთვის ძალიან საყვარელ გემოებთან ერთად, აქ სტუმრებს ძალიან საინტერესო სიახლეებსაც შევთავაზებთ. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ქართული საქონლისა და ამერიკული „ბლექ ანგუსის“ ხორცს.მოეწყობა სპეციალური დღეებიც, როდესაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიირთვან ბიზონის, ნიანგის, ვაგიუს სტეიკები“ - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე.
რესტორნის ინტერიერი თანამედროვე სტილსა და ინდუსტრიულ ელეგანტურობას აერთიანებს, რომელიც დავით აღმაშენებლის 44 ნომერში, საქართველოს ფოსტის ისტორიულ შენობაშია განთავსებული. სტუმრებს მენიუში პრემიუმ კლასის სასმელებიც დახვდება, რომელიც მათ გასტრონომიულ გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. Steakhouse #1 1 მაისს გაიხსნება.