მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

საქართველოს ბანკმა საუკეთესო ციფრული SME ბანკის ჯილდო მოიპოვა

news image

საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს (SME Banking Agency) ორგანიზებით 17 ივნისს გამართულ დემო დღეზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ციფრული საბანკო მომსახურების განვითარებას მიეძღვნა, საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.

ღონისძიებაში რეგიონის წამყვანი ბანკები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში ექსპერტებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება, ციფრული პროდუქტების განვითარების მიდგომები. ასევე,  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგიები. დემო დღის ბოლოს კი SME Banking Agency-ის ექსპერტთა საბჭომ სომხეთში, საქართველოში და მოლდოვაში საუკეთესო SME ციფრული ბანკები გამოავლინა. საქართველოს ბანკი ამ შეფასების მიხედვით, ქვეყანაში საუკეთესოდ დასახელდა.

„ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გაციფრულების სტრატეგია სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, ვვითარდებით მათთან ერთად და ვქმნით ციფრულ სერვისებს, რომლებიც არა მხოლოდ ქართულ რეალობას, არამედ საერთაშორისო სტანდარტებსაც პასუხობს“, — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, SME Banking Agency არის SME Banking Club-ის ანალიტიკური მიმართულება, რომელიც რეგიონში მოქმედ ბანკებს ციფრული შესაძლებლობების, პროდუქტების ხარისხისა და ინოვაციური მიდგომების მიხედვით ყოველწლიურად აფასებს.  მათი მიზანია წარმოაჩინონ საუკეთესო პრაქტიკები, გაუწიონ რეკომენდაცია ფინანსურ ინსტიტუტებს და ხელი შეუწყონ მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების გაუმჯობესებას.

თუ ჯერაც არ სარგებლობთ ქვეყანაში საუკეთესო ციფრული პროდუქტებით გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან ისარგებლეთ ბიზნეს ინტერნეტბანკით - ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ. აირჩიეთ საუკეთესო თქვენი ბიზნესისთვის.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “თეთრმა კვადრატმა” მობინადრეების ლოიალობის ბარათი „ქი ქარდი“ წარადგინა

20.06.2025.20:11

დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ოფიციალურად წარადგინა ქი ქარდი - მობინადრეებისთვის განკუთვნილი ლოიალობის ბარათი.

ქი ქარდი არის ბარათი, რომელიც ცხოვრების ახალ სტანდარტს და პრივილეგიებით სავსე ეკოსისტემას ქმნის თეთრი კვადრატის მობინადრეებისთვის. 

ბარათის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ “თეთრი კვადრატის” და წამყვანი პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ლოიალობის პროგრამაში.

ღონისძიების ფარგლებში “თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა:


„ჩვენთვის ქი ქარდი მხოლოდ ბარათი არ არის — ეს არის ცხოვრების ახალი სტილის სიმბოლო. თეთრ კვადრატში ბინის შეძენა ნიშნავს არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენას,  არამედ ცხოვრების ხარისხის ახლებურ განმარტებას. ‘ქი ქარდი’ წარმოადგენს ამ ხედვის გაგრძელებას — ეს არის გასაღები იმ ეკოსისტემაში, სადაც პრემიუმ გამოცდილება ყოველდღიურობის ნაწილია. თეთრი კვადრატი არის დეველოპერული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ აშენებს, არამედ ქმნის — აყალიბებს სტილს, კულტურასა და გემოვნებას.“

 

პროგრამაში გაერთიანებულია 50-მდე წამყვანი ბრენდი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის:

  • პრემიუმ ტექნიკისა და ინტერიერის ბრენდები – Miele, Design Avenue, ელიტ ელექტრონიქსი
  • ავტოინდუსტრიის ლიდერი – თეგეტა მოტორსი
  • სილამაზისა და თავის მოვლის ხაზი – NUAGE Clinique, Lutecia, 
  • ფიტნესისა და ცხოვრების სტილის სივრცეები – World Class

„ქი ქარდი“ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სივრცეს, გამოცდილებასა და ღირებულებებს — ქმნის გარემოს, სადაც მობინადრის საჭიროებები, გემოვნება და ცხოვრების სტილი სრულად ეხმიანება თეთრი კვადრატის ხედვას.

ბარათი ხელმისაწვდომია კომპანიის მობინადრეებისა და პარტნიორებისთვის და ბენეფიტების მიღება შესაძლებელია ბარათის წარდგენისთანავე.

„ქი ქარდი“ — ახალი ცხოვრების გასაღები თეთრი კვადრატისგან.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა