საქართველოს ბანკმა საუკეთესო ციფრული ბანკის დაჯილდოებაზე სამომხმარებლო მიმართულებით 18 ჯილდო მიიღო
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით 18 კატეგორიაში როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აფასებს, დაჯილდოებაში კი მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობენ. წლევანდელი შედეგებით, საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მოიპოვა, რომელთაგან 18 სამომხმარებლო სეგმენტს ეხება.
გამარჯვებულები შეირჩა Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, ხოლო საბოლოო სია Global Finance-ის რედაქციამ გამოავლინა. შეფასების კრიტერიუმებს შორის იყო: ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ზრდა ციფრულ არხებში, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ფუნქციონალურობა და დიზაინი, ინფორმაციული უსაფრთხოება და სხვა.
საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდა:
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი
• საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
• ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
• საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
• საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
• დაკრედიტების საუკეთესო სერვისი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
• ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
• საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები სამომხმარებლო მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
საქართველო
• საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
• საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
• ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის საქართველოში;
• ონლაინ პროდუქტის საუკეთესო შეთავაზებები მომხმარებლებისთვის საქართველოში;
• საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების (UX) დიზაინი საქართველოში;
• საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია მომხმარებლებისთვის საქართველოში;
• საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;
• დაკრედიტების საუკეთესო სერვისი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
• ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
• საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;
• საუკეთესო ტრანსფორმაცია სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;
სხვა სიახლეები
დამუშავებული ტვირთების რაოდენობა 17%-ით, ხოლო საკონტეინერო გემების მიღების მაჩვენებელი 14%-ით არის გაზრდილი - APM Terminals Poti
05.11.2025.22:10
APM Terminals Poti-ის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, იანვარ-ოქტომბერში კომპანიამ 532 908 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 10 თვეში 454 139 TEU კონტეინერი დამუშავდა.
ამავდროულად, 10 თვის მონაცემებით, 14%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. ფოთის პორტში APM Terminals-მა წლის დასაწყისიდან დღემდე 299 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 262.
„რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე 214 095 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 11%-ით მაღალი მაჩვენებელია. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 192 865 ტონას შეადგენდა.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წლის 10 თვესთან შედარებით მომატებულია. 2025 წლის პირველ 10 თვეში 136 805 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 124 018 ტონა.
2025 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, კომპანიის მიერ დამუშავდა 16 363 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 15 962 მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, APM Terminals Poti-ის მიერ 2025-ში დამუშავდა 63 863 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 64 359 ავტომობილი“, - აცხადებენ APM Terminals Poti-ში.