საქართველოს ბანკმა საცალო მიმართულებით AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის Global Finance-ის 14 ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყანასა და რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიურმა ორგანიზაციამ, საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის ფინანსებში დანერგვისთვის Global Finance-ისგან 14 ჯილდო მიიღო.
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance ახალი დაჯილდოების AI in Finance Awards 2025-ისპირველი გამარჯვებულები გამოავლინა. დაჯილდოებების პირველივე ეტაპზე საქართველოს ბანკმასაცალო მიმართულებით ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის წარმატებული ინტეგრაციისთვის ჯამში 14 ჯილდო მოიპოვა.
აღნიშნულ დაჯილდოებას Global Finance CGI-სთან — საერთაშორისო IT და საკონსულტაციო ფირმასთანპარტნიორობით ახორციელებს. CGI გლობალურ დონეზე ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანდანერგვაშია სპეციალიზებული. AI in Finance Awards-ის მიზანია იმ საფინანსო ინსტიტუტების გამოვლენა,რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფინანსურ მომსახურებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ.
„ბანკში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვა და განვითარება ჩვენთვის მხოლოდყოველდღიური ტექნოლოგიური ამოცანა არაა — ეს არის გზა, რომ თითოეულ მომხმარებელს მარტივი, სწრაფი და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ. საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით 14 ჯილდო კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შედეგს, რომელიც ჩვენიგუნდის ინოვაციურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს მოაქვს”, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში 14 ჯილდო შემდეგ ნომინაციებში მიიღო:
ქვეყნის ქვეკატეგორიები:
რეგიონის ქვეკატეგორიები (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა):
საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით:
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.06.2025.19:00
თბილისი მოლი • Tbilisi Mall, რომელიც საქართველოში პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია, მიმზიდველობას არ კარგავს და ახალი ბრენდებით ივსება. მიმდინარე წელს მოლში რამდენიმე ახალი ობიექტის გაიხსნა.
როგორც Business Insider Georgia-ს თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში თბილისი მოლში გაიხსნა:
1-ელი სართული
მე-2 სართული
მე-3 სართული
თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მალე სავაჭრო ცენტრში გაიხსნება:
1-ელი სართული
მე-2 სართული
მე-3 სართული
თბილისი მოლი 2012 წელს გაიხსნა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველი შოპინგ ცენტრის სტატუსის მატარებელია. მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.-ს იკავებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები, ასევე პოპულარული ბრედ-კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. 15 000 კვ.მ-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე - საბავშვო გასართობი ობიექტი და კონტაქტური ზოოპარკი. მოლის ზედა სართულზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი. მიწისქვეშ, სამ სართულზე, მოწყობილია 2000-ადგილიანი ავტოსადგომი. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიც არის უფასო პარკირება, ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა, რაც მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის და დროის დაზოგვაში ეხმარება.