მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

საქართველოს ბანკმა პრემიუმ ბიზნეს მომსახურება – SOLO Business წარადგინა

news image

საქართველოს ბანკმა, როგორც ფინანსური სექტორის ინოვატორმა, ახალი მომსახურება – SOLO Business – წარადგინა. 

SOLO Business საქართველოს ბანკის პრემიუმ კლასის მომსახურებაა, რომელიც სპეციალურად, საშუალო ზომის ბიზნესებისთვის შეიქმნა. იგი აერთიანებს როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სერვისებს, რაც ბიზნესის მარტივ და ოპტიმალურ მართვას უწყობს ხელს.

SOLO Business-ის ძირითადი კომპონენტებია:

  1. SOLO Business Lounge – ერთ სივრცეში სრულფასოვან საბანკო მომსახურებას როგორც ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების მართვისთვის.
  2. პერსონალური ბიზნეს ბანკირი – ფინანსური ექსპერტი, რომელიც ბიზნესს კონკრეტული სპეციფიკისა და საჭიროებების მიხედვით სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
  3. ბიზნეს კონსიერჟი – ასისტენტი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო პროცესებს მართავს, მათ შორისაა ღონისძიებების, მივლინებების დაგეგმვა, დოკუმენტაციის თარგმნა და ბიზნეს ღონისძიებების მართვა.
  4. SOLO Business Lifestyle – აქ ერთიანდება ექსკლუზიური ბიზნეს შეხვედრები, პარტნიორული შეთავაზებები და სხვა უპირატესობები, რომლებიც ბიზნესის ახალ საფეხურზე გადაყვანას უწყობს ხელს.
  5. Galt & Taggart-ის კვლევები და ანალიტიკა –  წვდომა სექტორულ კვლევებზე, ანალიტიკასა და ბაზრის შეფასებებზე, რაც ბიზნესს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებას უწევს.

საწყის ეტაპზე, მომსახურება ბათუმში, უახლესი დიზაინის და კონცეფციის SOLO ლაუნჯშია ხელმისაწვდომი, რომელიც პ. მელიქიშვილის 5/7 და რუსთაველის 43-ის კვეთაზე მდებარობს. ახალ ლაუნჯზე SOLO-ს გუნდმა იტალიურ სააგენტო DINN!-თან ერთად იმუშავა.

“SOLO Business-ის შექმნა გარდამტეხი ეტაპია საქართველოში ბიზნეს მომსახურების სტანდარტების ამაღლების თვალსაზრისით. ამ სიახლით, ჩვენ ვაერთიანებთ მაღალი დონის საბანკო პროდუქტებს, პერსონალურ საბანკო მომსახურებას, ბიზნეს ასისტენტის მხარდაჭერას, ექსკლუზიურ შეთავაზებებს და სხვა არაერთ უპირატესობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბიზნესში წარმატებისთვის საჭიროა დროული რეაგირება, ინფორმაციაზე წვდომა და სანდო პარტნიორის ყოლა, რომელიც ყოველდღიურ გამოწვევებს ეფექტიანი ინსტრუმენტებით უპასუხებს. სწორედ ამიტომ შევქმენით SOLO Business, რათა ბიზნესს მივცეთ თავისუფლება, ფოკუსირდნენ ზრდასა და ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე, ჩვენ კი მხარი დავუჭიროთ ფინანსური, ადმინისტრაციული თუ სტრატეგიული პროცესების მართვაში” - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

გაიგეთ მეტი SOLO Business-ის ახალი ვებგვერდიდან.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს

06.03.2026.20:51

9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა