მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095.4
-0.0045
flag
AZN 1.5903
-0.0005
flag
CNY 38.172
-0.0033
flag
EUR 3.1319
0.0009
flag
GBP 3.5759
0.0149
flag
KZT 52.43
0.0025
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7039
-0.0008

საქართველოს ბანკმა მწვანე შენობების გლობალური სერტიფიკატი - EDGE მიიღო

news image

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი,  გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას აგრძელებს. ბანკის სათავო ოფისმა, რომელიც ქართული არქიტექტურის უნიკალური ძეგლია,  მწვანე შენობის EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies)-ის პრესტიჟული საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა. პროექტი ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის -  გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის (GCPF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.  

GCPF-ი  ლუქსემბურგში დაფუძნებული შერეული ფინანსური რესურსების მქონე ფონდია, რომელსაც მართავს შვეიცარიული საინვესტიციო კომპანია responsAbility Investments AG - რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ საჯარო-კერძო პარტნიორობას და მისი მიზანია განვითარებად ბაზრებზე კლიმატის ცვლილების შერბილება ენერგიის მოხმარებისა და სათბურის აირების ემისიების შემცირების პროექტების დაფინანსებით.

EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ შემუშავებულ ინოვაციურ სისტემას. ის არის გლობალურად აღიარებული სტანდარტი მწვანე შენობებისთვის და მისი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შენობა აკმაყოფილებს რესურსების დაზოგვის მაღალ კრიტერიუმებს ენერგიის, წყლისა და სამშენებლო მასალების ეფექტურობის კუთხით. 

“ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ამ ისტორიული და არქიტექტურულად კომპლექსური შენობის მოდერნიზება ისე, რომ შეგვენარჩუნებინა მისი ავთენტურობა და, ამავდროულად, დაგვენერგა უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. EDGE სერტიფიცირების პროცესმა მოგვცა ჩარჩო, რომლის მიხედვითაც განვახორციელეთ სისტემების განახლება და რესურსების მოხმარების ოპტიმიზაცია. შედეგად, ჩვენ არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შევამცირეთ შენობის საოპერაციო დანახარჯები და გარემოზე ზემოქმედება, არამედ შევქმენით თანამედროვე და კომფორტული სამუშაო გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის. ვამაყობ ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოთი, რომელმაც ეს რთული, მაგრამ საინტერესო პროექტი წარმატებით განახორციელა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურული ოპერაციების დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ.

„საქართველოში ენერგიის საბოლოო მოხმარების დაახლოებით 40 % შენობებზე მოდის, ისინი არიან ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებლები. შესაბამისად შენობებში ენერგიის და სხვა რესურსების დაზოგვა მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისათვის, მეორე მხრივ კი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისა და ეკონომიკისათვის. შენობების მწვანე სერტიფიცირება ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კუთხითაც, რადგან მდგრადი განვითარება საბოლოოდ კონკრეტული პიროვნებების და ორგანიზაციების ასარჩევია,-“ ამბობს GCPF-ის კლიმატის დაფინანსების უფროსი მრჩეველი ლევან ხმიადაშვილი.

„ჩვენთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, უდიდესი პრიორიტეტია გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირება, მასზე ზრუნვა და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა. EDGE-ის სერტიფიკატის მოპოვება ჩვენი სათავო ოფისისთვის, რომელიც გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ESG სტრატეგიის განხორციელების გზაზე. ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს მწვანე შენობების პორტფელის გაფართოებაში და ვქმნით ისტორიული შენობის თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტებზე მორგების საუკეთესო პრაქტიკას. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს GCPF-ს, ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ალდაგმა 2025 წლის 9 თვეში მომხმარებლებს 75 მლნ ლარი აუნაზღაურა

28.11.2025.10:56

სადაზღვევო კომპანია ალდაგი 2025 წლის 9 თვის შედეგებს აჯამებს. ამ პერიოდის განმავლობაში ალდაგის მხრიდან მომხმარებლისთვის ანაზღაურებულმა თანხამ 75 მლნ ლარი შეადგინა, როგორც MSME, ისე კორპორატიული და საცალო მიმართულებით.

ალდაგი არასასიცოცხლო დაზღვევის (P&C) სეგმენტში ოპერირებს და ამ სახეობებში ბაზრის წილს ყოველწლიურად აფართოებს. 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ალდაგი ქონების დაზღვევის სეგმენტში ლიდერია და ბაზრის 48%-იან წილს ფლობს.

კომპანია 150,000-მდე მომხმარებელს ემსახურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ალდაგის ნდობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე უფრო იზრდება. ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით მცირე და საშუალო ბიზნესი გამორჩევა.

2025 წელს ალდაგმა მომხმარებლებს არაერთი სიახლე შესთავაზა. შეიქმნა ახალი პროდუქტები, რომელთა საშუალებითაც გაიზარდა ავტოდაზღვევის ხელმისაწვდომობა და მომხმარებელს მიეცა საშუალება, მათი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით თავად აირჩიოს ავტოდაზღვევის მინიმალური, სტანდარტული და სრული პაკეტები. 2025 წლის სექტემბერში ალდაგმა ცალკეულ სეგმენტს, ტოიოტას მომხმარებლებს შესთავაზა ბაზრის სიახლე- ქეშბექ აქცია, რომელიც 15 დეკემბრის ჩათვლით ხელმისაწვდომია და გულისხმობს 25%-იან ფასდაკლებას ავტოდაზღვევაზე, კონკრეტულად ტოიოტას ორი მოდელის, RAV4 და Camry შემთხვევაში.

“ამით კომპანია ცდილობს, გაზარდოს ავტომფლობელთა მოტივაცია, მიმართონ დაზღვევას, როგორც რისკის მართვის მექანიზმს და ავტოდაზღვევის პროდუქტები გახდეს მეტად ხელმისაწვდომი. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ვიყოთ სანდო პარტნიორი ადამიანებისა და ბიზნესებისთვის. ალდაგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დაზღვევა არის რისკების მართვის საუკეთესო მექანიზმი. წელს, მომხმარებლებს ბევრი სიახლე შევთავაზეთ და 2026 წელსაც, ვეცდებით, რომ სიახლეებთან ერთად, ისეთი სერვისები შევთავაზოთ, რომლებიც როგორც ინდივიდებს, ისე ბიზნესებს ფინანსური რისკების სწორად მართვაში დაეხმარებათ,” - აცხადებს ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი.

2025 წელს ალდაგმა მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა საოპერაციო მართვის მიმართულებითაც. კომპანიამ დაიწყო თანამედროვე CRM პლატფორმის ეტაპობრივი დანერგვა, რომელმაც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა ახალ ეტაპზე გადაიყვანა და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

2025 წელს კომპანიამ ინვესტიცია განახორციელა პერსონალური სადაზღვევო მომსახურების — პრიმოს განვითარებაში, როგორც სერვისის გაუმჯობესების, ისე სპეციალური შეთავაზებების შემუშავების მიმართულებით, რომლის შედეგადაც პრიმოს მომხმარებლები პირადი მენეჯერის მომსახურებით სარგებლობენ და განსაკუთრებულ პირობებს იღებენ დაზღვევასა და ავტოსერვისებზე. 2025 წელს ალდაგი იყო არაერთი ავტოცენტრის მზღვეველი პარტნიორი, გაიხნა პრიმოს ფილიალი (პოლიტკოვსკაიას 16) და პრიმოს მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცა, მიეღო საუკეთესო გამოცდილება როგორც სერვისის მიღების, ისე ბენეფიტებით სარგებლობის კუთხით.

ანაზღაურების მოქნილი და სწრაფი სქემის დამსახურებით, ბოლო წლების განმავლობაში ალდაგის მიმართ ნდობა, ფერმერებს შორის, კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს, ალდაგი, აგროდაზღვევის ბაზრის 83% ფლობს. კომპანია აქტიურად ვითარდება არასასიცოცხლო დაზღვევის ყველა სეგმენტში, ნერგავს ინოვაციებს და მომხმარებლებს არაერთ ხელშესახებ სარგებელს სთავაზობს.

2025 წელს ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია AM Best-მა ალდაგის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი (Financial strength rating) გააუმჯობესა და Bდან B+, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bb+დან bbb- მიანიჭა.

AM Best-ის შეფასებით, ალდაგის საკრედიტო რეიტინგი მის ფინანსურ სიძლიერეზე, საოპერაციო და საწარმოო რისკების ეფექტურობასა და წარმატებულ ანდერაიტინგზე მიუთითებს.

„მოხარული ვართ, რომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, დაზღვევის ბიზნესი აქტიურად ვითარდება. მომხმარებელში დაზღვევის აუცილებლობის შესახებ ცნობიერება წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, რომ მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებით და დავეხმაროთ, როგორც საცალო ისე ბიზნეს მომხმარებელს, რისკების ეფექტურად მართვაში“, — განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა