მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.2
0.0339
flag
AZN 1.5922
0.0045
flag
CNY 37.707
0.0084
flag
EUR 3.1532
0.0082
flag
GBP 3.6455
0.0018
flag
KZT 50.34
0.002
flag
TRY 0.0661
0.0001
flag
USD 2.7068
0.0068

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 34 ნომინაციაში გაიმარჯვა

news image

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების“ პირველი რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინა. გამოცემამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით, ისე ცალკეული ქვეყნების მიხედვით შეაფასა. საქართველოს ბანკმა კი დაჯილდოებაზე 34 ჯილდო მიიღო, მათ შორის იგი საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში როგორც საცალო, ისე ბიზნესის მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. 

გამარჯვებულები Infosys-ის, გლობალური საკონსულტაციო-ტექნოლოგიური კომპანიის ჟიურიმ შეაფასა. საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.

გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩიეს: მომხმარებლების მოზიდვისა და ციფრული მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებებით წარმატებით სარგებლობა, მომხმარებლების ზრდა ციფრულ არხებში, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალურობა და სხვა.

„ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები კი საბანკო სფეროში ინოვაციისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

საქართველოს ბანკის მიერ მიღებული ჯილდოების სია ასეთია:

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი - სამომხმარებლო სეგმენტი 

  • საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
  • ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • დაკრედიტების საუკეთესო სერვისი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები სამომხმარებლო მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საქართველო - სამომხმარებლო სეგმენტი

  • საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • ონლაინ პროდუქტის საუკეთესო შეთავაზებები მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების (UX) დიზაინი საქართველოში;
  • საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;
  • დაკრედიტების საუკეთესო სერვისი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;
  • საუკეთესო ტრანსფორმაცია სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი - ბიზნესის მიმართულება

  • საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ბანკი ბიზნესისთვის ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ცენტრალურ დააღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესის მიმართულებით, ცენტრალურ დააღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო სავაჭრო დაფინანსების სერვისები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საქართველო - ბიზნესის მიმართულება

  • საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ბანკი ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესისთვის საქართველოში;
  • სავაჭრო დაფინანსების საუკეთესო სერვისები ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ინტეგრირებული კორპორატიული საბანკო პროგრამა საქართველოში;
  • ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის / საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა საქართველოში;
  • საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაციის მიმართულებით ბიზნესისთვის საქართველოში.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სექტემბრის ბოლომდე კოტეჯი სრულად დაჯავშნილია - მზიანი•Sunny

21.08.2025.18:00

მზიანი•Sunny არის ადგილი სადაც შესაძლებელია დროის მშვიდად გატარება და დასვენება. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს თამარ ველთაურს ესაუბრა.

„საქმიანობა 2019 წლიდან, კოვიდის პერიოდში დავიწყეთ და სწორედ მაშინ გავხსენით სამკუთხედი ქოხი. იმ პერიოდში საქართველოში მსგავსი ტიპის სივრცე ძალიან იშვიათი იყო, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ 2-3 არსებობდა. გათვლა სწორად გავაკეთეთ, რადგან საზღვარგარეთ მოგზაურობა შეზღუდული იყო და სწორედ ეს გახდა ჩვენი უპირატესობა. ქოხი თებერვალში გავხსენით და გახსნის დღიდანვე მე და ჩემი მეუღლე აქტიურად ვმონაწილეობდით ყველაფერში. მთელი თვე სრულად დაჯავშნილი გვქონდა.

დიდ მოთხოვნას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა: ერთის მხრივ, ეს იყო სრულიად ახალი გამოცდილება, მეორეს მხრივ კი ლოკაცია. ქოხი დუშეთში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს მდებარეობს, საოცარი ხედით. იმ ზამთარს თოვლიც დაემთხვა და გარემო კიდევ უფრო ზღაპრული გახდა.

ფასიც ხელმისაწვდომი გვქონდა, ორი ადამიანისთვის 130 ლარი. დამატებითი უპირატესობა იყო სიახლოვე თბილისთან. სტუმრებს თავად ვხვდებოდით, სივრცეს ჩვენვე ვუვლიდით და მაქსიმალურად ვიყავით ჩართულები ყველა პროცესში “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

კოტეჯი აღჭურვილია ყველა აუცილებელი საშუალებით, რათა სტუმრებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ.

„კოტეჯში არის ყველაფერი სტუმრების კომფორტისთვის: გათბობა, გაგრილება, ტელევიზორი, მაცივარი, გაზქურა, სარეცხის მანქანა, ჭურჭელი, 8 ადამიანისთვის განკუთვნილი თეთრეული და პირსახოცები.

საერთო ფართი შეადგენს 40 კვ.მ. გამოყოფილია სამზარეულოს კუთხე, სველი წერტილი, მისაღები სივრცე, საძინებელი.

გარდა ამისა, ყოველდღიურად ვეკითხებით სტუმრებს, ხომ არ აკლიათ რაიმე, რათა გავითვალისწინოთ.

20 სექტემბრამდე ჯავშნები მთლიანად შევსებულია. ახლახანს დავამატეთ ჯაკუზი, რის პარალელურადაც სტუმრებს ვთავაზობთ ხალათებს, შეზლონგებს და ეზოში მოწყობილ ფანჩატურს. მეტი უსაფრთხოებისთვის ეზოში დამონტაჟებულია კამერებიც “, - აღნიშნავს თამარ ველთაური.

მოთხოვნა „მზიანის“ მიმართ სტაბილურად მზარდია. სექტემბრის ბოლომდე კოტეჯი სრულად დაჯავშნილია.

„მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და სტაბილურად იზრდება. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, ვფიქრობ, ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თავადვე ვართ პროცესში ჩართულები და მაქსიმალურად ვდებთ ენერგიასა და რესურსს. სექტემბრის ბოლომდე კოტეჯი სრულად დაჯავშნილია “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, 1 დღე-ღამის ფასი 2 ადამიანზე 150 ლარი, 3-4 ადამიანზე 250 ლარი, 5-6 ადამიანზე 350 ლარი, 7-8 ადამიანზე კი 400 ლარია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა