მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის დაჯილდოებაზე "AI ფინანსებში" 18 ნომინაციაში ჯილდო მიიღო

news image

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა პირველი AI in Finance Awards-ის გამარჯვებულები გამოაცხადა. დაჯილდოებების პირველივე რაუნდში საქართველოს ბანკმა როგორც საცალო, ისე კორპორაციული და საინვესტიციო მომსახურების მიმართულებით, ჯამში 18 ჯილდო მიღო, რაც ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით ბანკის ლიდერობას ადასტურებს.

Global Finance-ის ინიციატივა ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გარდამტეხი როლის აღიარებას ისახავს მიზნად. დაჯილდოების პროგრამა  CGI-სთანგლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

„Global Finance სიამაყით აცხადებს პირველი AI In Finance Awards-ის გამარჯვებულებს. ჩვენი 38-წლიანი სარედაქციო გამოცდილება და მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის დაჯილდოების 26-წლიანი ისტორია გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ეს ინოვაციური ინიციატივა წარმოვადგინოთ“ – განაცხადა გამოცემის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ. – „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსებში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და სწორედ ახლა ყალიბდება მისი მომავალი. AI In Finance Awards ხელს შეუწყობს მის განვითარებას და გლობალური სტანდარტების ჩამოყალიბებას”, — დასძენს იგი.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებაა. ტექნოლოგიის მეშვეობით მარტივ, სწრაფ და პერსონალიზებულ გამოცდილებას ვქმნით როგორც საცალო, ისე ბიზნეს მომხმარებლებისთვის. ეს ჯილდოები არის ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის, ინოვაციების დანერგვისადმი მუდმივი სწრაფვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის დასტური“, – აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქართველოს ბანკმა საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით – 14 ჯილდო

შემდეგ ნომინაციებში მოიპოვა:

ქვეყნის ქვეკატეგორიები:

ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;

მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;

პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;

კერძო საბანკო მომსახურება;

ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;

საკრედიტო შეფასება.

რეგიონის ქვეკატეგორიები (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა):

ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;

მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;

პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;

კერძო საბანკო მომსახურება;

ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;

საკრედიტო შეფასება.

საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით:

ქვეყნის დონეზე (საქართველო)

რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა)

კორპორაციული და საინვესტიციო მომსახურებაში კი ბანკმა 4 ჯილდო შემდეგ ნომინაციებში დაიმსახურა:

საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით ქვეყნის დონეზე;

საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);

ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში ქვეყნის დონეზე

ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა):

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

21.01.2026.17:38

საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ სამუშაო გარემოში პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგან.

ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მიღება 20 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს დასრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამებს გაეცნონ და განაცხადი გააგზავნონ აქ.

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ინტენსიურ ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ სამუშაო გამოცდილებას დაკავშირებულ დეპარტამენტებში. ლიდერატორებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ბანკის სტრუქტურა და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში განაგრძო.

ინფორმაციისთვის, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები. 

2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:

• კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
• პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
• სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;
• საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
• მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოალურობის მართვა;
• საბანკო სამართალი;
• ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
• მონაცემთა მეცნიერება;
• IOS დეველოპმენტი;
• მარკეტინგი;
• ტალანტების მოზიდვა და განვითარება;
• ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა