საქართველოს ბანკმა განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის EBRD-ისგან ჯილდო მიიღო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკი განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის დააჯილდოვა. საქართველოს ბანკმა აღიარება იტალიიდან აღჭურვილობის იმპორტისა და გურიის რეგიონში ჰიდროელექტრო სადგურზე მათი ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მოიპოვა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გამომუშავებას, რაც წლიურად 20 000-ზე მეტი მსუბუქი ელექტრო ავტომობილის მიერ მოხმარებული ენერგიის ეკვივალენტია.
აღნიშნული ჯილდო აღიარებს იმ ბანკების წვლილს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში, EBRD-ის სამიზნე რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობას ხელი შეუწყვეს. ჯილდო ასევე წარმოაჩენს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ერთგულად და თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს.
„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მტკიცე პარტნიორობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ვამაყობთ, რომ EBRD-იმ მწვანე დაფინანსების სფეროში ლიდერობისთვის ასევე, მწვანე ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის დაგვაჯილდოვა. როგორც მწვანე დაფინანსების სფეროში საქართველოში წამყვანი ბანკი ჩვენ განახლებადი ენერგიის პროექტებისა და მდგრადი ვაჭრობის მხარდაჭერას სტრატეგიულ პრიორიტეტებად მივიჩნევთ. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, მდგრადი დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულებები როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე ეკონომიკისა და გარემოსთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ვამაყობთ, რომ წარმოვაჩენთ ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორის, საქართველოს ბანკის ურყევ ერთგულებასა და ლიდერობას მწვანე დაფინანსების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი არა მარტო გაძლიერებს საქართველოს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებს, არამედ დააწესებს სტანდარტებს რეგიონში სხვა ინსტიტუტებისთვისაც, რომელთა მიზანია მდგრადი მომავლის ხელშეწყობა“, - განაცხადაშონა ტატჩელმა, EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
14.05.2025.18:12
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წლის მთავარი ინსპირაციული ღონისძიება - Spotlight-ი სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისში გაიმართება.
Spotlight Tech 2025 25 მაისს ჩატარდება, ორდღიანი Spotlight 2025 კი მსმენელს 7 და 8 ივნისსუმასპინძლებს.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 14 მაისს, დაიწყო და მათი შეძენა ონლაინ,TKT.ge-სა და biletebi.ge-ს პლატფორმაზე არის შესაძლებელი.
Spotlight 2025-ის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სიახლეებს და გამომსვლელთა სიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბმულზე.
„ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების, აღმოჩენების და ინსპირაციის გაზიარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია Spotlight-ის ღონისძიების წარმდგენია. საქართველოს ბანკისთვის ტრადიციად იქცა, ინდუსტრიის ლიდერების ხელშეწყობა ინოვაციური იდეების გაზიარების, გენერირების და თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბების პროცესში და ამ მიმართულებით, არც Spotlight-ის ღონისძიებაა გამონაკლისი. ისეთი პლატფორმების აღმოჩენა, სადაც ადამიანები არ ჩერდებიან და უყვებიან ერთმანეთს, თუ როგორი უსაზღვროა შესაძლებლობები – ჩვენთვის, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი და ორგანულია. ამიტომ, უკვე მრავალი წელია, სფოთლაითის მხარდამჭერები ვართ და გვიხარია, რომ წელს სფეროს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების უფროსი.
ინფორმაციისთვის, ღონისძიება Spotlight-ის მოგზაურობა 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც Marketer.ge-მ ინდუსტრიის წარმომადგენელს ერთ სივრცეში მოუყარა თავი. დღეს „სფოთლაითი“ აერთიანებს ყველას, ვინც ინოვაციურ კვალს ტოვებს – იქნება ეს ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების თუ სტარტაპების სფეროში. ეს ტრანსფორმაცია ასახავს თანამედროვე ბიზნესის მზარდ ურთიერთკავშირს, სადაც მარკეტინგი, ტექნოლოგიები და ინოვაცია განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული.