მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, წელს, საქართველოს ბანკმა,  53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, 30 საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა, რომელთა მეშვეობით 300 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალისა და მასწავლებლისთვის შექმნა განათლების, განვითარების და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა.

აღნიშნულ პროექტებს შორისაა:

საქართველოს ბანკის იდეათეკები, რომლებიც პარტნიორებთან ერთად იქმნება და 11 რეგიონის, 25 სკოლაში, 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლებისა და ახალი აღმოჩენების სივრცეზე, რომელიც აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით.

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა მოსწავლეებს აძლევს წვდომას STEM მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას. წელს STEM სკოლაში სწავლის სურვილი 1500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, კურსი კი საუკეთესო შედეგის მქონე 700-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა.

STEM მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის განათლების შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი და კომაროვი STEM ოლიმპიადასაც ახორციელებენ, რომელშიც წელს მონაწილეობა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცა.

ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადის “ევერესტის” ფარგლებში კი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, I-VI კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და უნარები მათემატიკის მიმართულებით. ოლიმპიადაში ყოველწლიურად 35 000 მოსწავლე მონაწილეობს, გამარჯვებულებს კი საქართველოს ბანკისგან ლეპტოპები გადაეცემათ.

Code IT საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და GITA-ს თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში – ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. ინიციატივის ფარგლებში, წელს 170 მოსწავლე გადამზადდა.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 პარტნიორ უნივერსიტეტში. ინიციატივის ფარგლებში, წელს 210 სტიპენდიატი გამოვლინდა. უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: stipendia.bog.ge

2025 წლიდან კი საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UNI Grant-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. წელს უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 68 სტიპენდიატი.

CHEVENING-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე, სრული დაფინანსებით. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 50-ზე მეტი სტიპენდიატი, წელს კი მათ რიცხვს კიდევ 5 შეემატა.

საქართველოს ბანკი, ახალგაზრდების მხარდასაჭერად, კიდევ ერთ სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ინიციატივის ფარგლებში, წელს უკვე გამოვლინდა 20 სტიპენდიატი. პარტნიორების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: stipendia.bog.ge

მასწავლებლების მხარდასაჭერად კი, საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. წელს პროექტში მონაწილეობა 180-მა მასწავლებელმა მიიღო.

ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის კი საქართველოს ბანკის, MasterCard-ისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივით, წელს AI სტიპენდია ქალებისთვის შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც სტიპენდიატები მალე გამოვლინდებიან და ექნებათ შესაძლებლობა, პროფესიულ აკადემიებში დაეუფლონ ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს.

ამასთან, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით დაგეგმილი თბილისის წიგნის დღეები 2025-ის გენერალური სპონსორია. ღონისძიებას წელს 150 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.

ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით კი საქართველოს ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, მართავს ტრენინგებს მშობლებისთვის, სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის. ასევე, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობას აძლევს მათ, დანერგონ ფინანსური განათლების კურსი, რომელიც მორგებული იქნება როგორც უნივერსიტეტის, ასევე სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებსა და სპეციფიკაზე.

Businesscourse.ge საქართველოს ბანკის საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც მეწარმეობითა და ბიზნესის მართვით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გაიარონ დარგის ექსპერტების მიერ შექმნილი კურსები, გაიღრმაონ ცოდნა და აიმაღლონ კვალიფიკაცია მათთვის საინტერესო მიმართულებით. Businesscourse.ge-ზე 60-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი.

ამასთან, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება. ინიციატივის მიზანია, ქალი მეწარმეების გაძლიერება, მათთვის ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული რესურსების შეთავაზება, რაც იდეის რეალიზაციიდან ბიზნესის გამყარებამდე ყველა ეტაპს მოიცავს.

მეწარმეების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მართავს სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებს, რომლებსაც დარგის ექსპერტები უძღვებიან.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს  ganatleba.bog.ge

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Lulu სერვისების გაფართოებას და ქეითერინგის დამატებას გეგმავს

03.03.2026.12:00

LULU  ევროპული სამზარეულოს კონცეფციით შექმნილი რესტორანია, რომელიც ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia რესტორნის მენეჯერს, ნიკოლოზ შერაზადიშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ბაზარზე ოპერირება ერთი წლის წინ დავიწყეთ და თავიდანვე ყურადღება მივანიჭეთ არა ტურისტულ ნაკადს, არამედ ლოკალურ ბაზარს. რესტორანი ვაკეში, ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარეობს.

რესტორან LULU-ს კონცეფცია ეფუძნება ევროპულ სამზარეულოს, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება პროდუქტის ხარისხზე. ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით „à la minute“ - კერძების გამზადება იწყება შეკვეთის მიღებისთანავე, მენიუს განახლება ხდება სეზონურად და მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ინგრედიენტების ბუნებრივ გემოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძი სოუსებით არ გადავფაროთ, არამედ წარმოვაჩინოთ მისი ნატურალური გემო და თვისებები.

ვიყენებთ პრემიუმ ხარისხის ნედლეულს: ავსტრალიურსა და ამერიკული საქონლის ხორცს, ახალზელანდიურ ცხვრის ხორცსა და სტეიკებს, ნორვეგიულ ორაგულს და ფრანგულ ხამანწკებს. ამასთანავე, ბოსტნეულსა და მწვანილს, სეზონის მიხედვით შეძლებისდაგვარად ვიძენთ ადგილობრივ ბაზარზე.

ცალკე მიმართულება, რომელზეც მინდა ვისაუბრო არის ღვინისა და ბარის კულტურა. გვაქვს ღვინის ფართო არჩევანი, სხვადასხვა საფასურის კატეგორიები, ასევე, ჩვენს გუნდში მუშაობს პროფესიონალი სომელიე, რომელიც სტუმრებს ეხმარება როგორც ქართული, ასევე ევროპული ღვინის გაცნობასა და იდეალური გასტრონომიული კომბინაციების შერჩევაში.

ჩვენს მენიუში წარმოდგენილია უალკოჰოლო კოქტეილების ხაზიც, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უკვე დიდი ხანია აღარ აღიქმება ალტერნატივად და თანამედროვე ბარის კულტურის ერთ-ერთ წამყვან ტრენდად მიიჩნევა.

სტუმრებს ვთავაზობთ მრავალფეროვან გემოთა კომბინაციებს, ახალ ინგრედიენტებსა და გამორჩეულ პრეზენტაციას. ხშირად მათი გარჩევა კლასიკური ალკოჰოლური კოქტეილებისგან თითქმის შეუძლებელია.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში დავინახეთ ბაზრის ტრანსფორმაცია. თუ ადრე თბილისი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ექსპატების აუდიტორიაზე, დღეს ბაზარი უფრო ლოკალური გახდა. ადგილობრივი სტუმრების წილი იზრდება, ხოლო ტურისტული და ექსპატური ნაკადი თანდათან მცირდება.

ზაფხულის პერიოდში ტრადიციულად იზრდება ტურისტული აქტივობა. გასულ წელს განსაკუთრებით გაიზარდა სტუმრების რაოდენობა თურქეთიდან და აზიის ქვეყნებიდან. საქართველოში ჩამოსული ტურისტები პირველ რიგში ეროვნულ სამზარეულოზე არიან ორიენტირებულნი, თუმცა, ევროპული სამზარეულოც მოთხოვნადია.

ამასთანავე, მოთხოვნა ჩვენს შემთხვევაში სტაბილურია. მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ 5%-იან თვიურ ზრდას ვაფიქსირებთ. ეს ორგანული დინამიკაა, რომელიც ძირითადად მუდმივი აუდიტორიის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის პროდუქტი და ის სტანდარტები, რომელთა დათმობასაც არ ვაპირებთ. არ ვცდილობთ თვითღირებულების შემცირებას ნედლეულის ხარისხის ხარჯზე. პირიქით, შეგნებულად ვირჩევთ უფრო ძვირადღირებულ მომწოდებლებს, რათა შევინარჩუნოთ სამზარეულოს სტაბილურად მაღალი დონე და ხარისხი.

მიუხედავად მაღალი შესყიდვის ღირებულებისა, ვინარჩუნებთ სამართლიან ფასებსა და დიდ პორციებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმარმა მიიღოს სრული სადილი ან ვახშამი და იგრძნოს, რომ მიღებული ხარისხი მის გადახდილ თანხას სრულად შეესაბამება. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ადგილი, სადაც მთავარი არის გემო და პროდუქტი ზედმეტი „ფენსი“ ელემენტებისა და დემონსტრაციული კონცეპტუალობის გარეშე.

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის კომპლექსური გასტრონომიული გამოცდილება -ეს არ არის მხოლოდ ვახშამი, არამედ სამზარეულოს, სერვისის, ღვინისა და ატმოსფეროს ერთობლიობა. თბილისის მაცხოვრებლები გამოირჩევიან მაღალი გამოცდილებითა და გემოვნური კულტურით - ისინი ხშირად მოგზაურობენ, ნამყოფი არიან საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში და სურთ საკუთარ ქალაქშიც მიიღონ შესაბამისი ხარისხის სამზარეულო და სერვისი.

ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ორიენტაცია გლობალურ ტრენდებზე: როგორც აღვნიშნეთ, რესტორან LULU-ს უკვე აქვს მოკტეილებისა (უალკოჰოლო კოქტეილები) და უალკოჰოლო ღვინოების მენიუ, რომლის გაფართოებაზეც მუდმივად ვმუშაობთ.

როგორია სამომავლო გეგმები განსაკუთრებით გაფართოების / სერვისების ზრდის მიმართულებით?

ჩვენ დეტალურად ვაანალიზებთ ბაზარს და გადაწყვეტილებებს ფრთხილად ვიღებთ. მეორე ლოკაციის გახსნის შესაძლებლობას განვიხილავთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მოთხოვნის სტაბილურობასა და ზოგად საბაზრო ვითარებაზე.

პარალელურად ვგეგმავთ დამატებითი მიმართულებების განვითარებას. უახლოესი მომავლის გეგმებში შედის ქეითერინგის სერვისის დანერგვა კერძო და კორპორაციული ღონისძიებებისთვის: დაბადების დღეები, ქორწილები და გასვლითი ღონისძიებები. ეს ჩვენი გასტრონომიული შეთავაზების ლოგიკური გაფართოებაა.

ასევე განვიხილავთ ახალ კონცეფციებს, რომლებიც ამ ეტაპზე ლოკალურ ბაზარზე წარმოდგენილი არ არის. მაგალითად, საინტერესოა Nikkei ფორმატი - პერუ-იაპონური სამზარეულო. თუმცა გვესმის, რომ ქართული ბაზარი საკმაოდ ტრადიციულია და მსგავსი პროექტების დანერგვას და განხორციელებას სჭირდება გააზრებული და დაბალანსებული მიდგომა.

ინფორმაციისთვის: Lulu Tbilisi მდებარეობს ზაქარია ფალიაშვილის 85 ნომერში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა