მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.6
0.0029
flag
AZN 1.5868
-0.0001
flag
CNY 38.307
0.0024
flag
EUR 3.1726
0.0045
flag
GBP 3.621
0.0123
flag
KZT 52.32
-0.0002
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6978
-0.0003

საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს პროგრამაში 68 სტიპენდიატი გამოვლინდა

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიმართულებით ორგანიზაციის პორტფელი 40-ზე მეტ პროექტს მოიცავს.

განხორციელებულ ინიციატივებს შორისაა, MAC Georgia-სთან ერთად 2025 წელს შექმნილი UNI Grant-ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, გამოვლინდა საქართველოს ბანკის 68 სტიპენდიატი, მათგან 55-ს დაუფინანსდა სწავლისა და ცხოვრების ხარჯები, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ, 13-მა კი მიიღო სწავლის დაფინანსება.

„საქართველოს ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს, განათლების, ბიზნესის, დასაქმებისა და გარემოს დაცვის შესაძლებლობებს შექმნას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ცოდნა, ინოვაცია და პასუხისმგებლობა ერთმანეთთან ერთად ემსახურება საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, MAC Georgia-სთან თანამშრომლობით შევქმენით სასტიპენდიო პროგრამა UNI Grant, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს ვუფინანსებთ, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 68 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნული პროექტი გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ განათლებაში ინვესტირება ეს არის სტრატეგიული გამოცდილება, რომელიც მხარს უჭერს არა მხოლოდ ახალგაზრდებს ახლა, არამედ წარმოადგენს ინვესტიციას მათ მომავალში. შესაბამისად, გვჯერა, რომ MAC Georgia-სთან ერთად ვქმნით სისტემურ საფუძველს, რომელიც საშუალებას აძლევს მოტივირებულ ახალგაზრდებს განათლების გზაზე არ გაჩერდნენ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

Uni Grant-ის შესახებ

UNI Grant-ის ინიციატივის მიზანია, მისცეს ახალგაზრდებს სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა. ამისათვის, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს საჭიროებისამებრ უფინანსებს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge



news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image "ქიდს სპოტი" მომხმარებელს განახლებულ, საახალწლო კოლექციას სთავაზობს

16.12.2025.18:00

„ქიდს სპოტი“ განმავითარებელი, ეკო-მეგობრული სათამაშოების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ორი წლის წინ დაარსდა. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს თეა თაბაგარს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

ძალიან აქტიური პერიოდი გვაქვს. უკვე დაწყებულია წინა საახალწლო სამზადისი. ყველამ ვიცით საახალწლოდ როგორი რთულია ქალაქში გადაადგილება. გაუთავებელ საცობებში დგომას, მშობლებს ურჩევნიათ წინასწარ მოემზადონ ჯადოსნური დღისთვის. ამიტომ ჩვენც, დღე და ღამე ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მივიტანოთ ადრესატამდე შეკვეთა. ყველას ვურჩევთ, რომ ბოლო დღეებს ნუ დაელოდებიან. განახლებული, საახალწლო კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე, ამიტომ სრულიად აუღელვებლად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეარჩიონ ხის სათამაშოები

ქიდს სფოთი იყო და მუდამ იქნება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის საბავშვო პროდუქცია შეიძინონ მშობლებმა. ვამაყობთ, რომ ჩვენი არსებობის პერიოდში არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩენილა ხარისხით ან სერვისით. ჩვენი პირველი და უმნიშვნელოვანესი მიზანია კომპანიის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისი და რაც მთავარია შევთავაზოთ გაფართოვებული ასორტიმენტი მომხმარებელს.

კიდევ ერთი სიახლე ჩვენი და პსპ აფთიაქის პარტნიორობაა. სათამაშოების გარკვეული ასორტიმენტის შეძენა მომხმარებელს შეუძლიათ პსპ აფთიაქის რამდენიმე ფილიალში. ვგეგმავთ სააფთიაქო ქსელშიც ასორტიმენტის გაზრდას. გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის ჩვენი ხის, ხარისხიანი სათამაშოები.

განვავითარეთ კორპორატიული მიმართულება და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ფრე-სქულებთან და ბაღებთან. გვიხარია, რომ კერძო ბაღები დაინტერესებულები არიან პატარებს ხარისხიანი სათამაშოები შესთავაზონ. გარდა იმისა, რომ უკვე ადგილზე, არსებული პროდუქციის შეძენა შეუძლიათ, ასევე ხშირია დაკვეთები ისეთ სათამაშოებზე, რომელიც საცალო გაყიდვებისთვის არ არის განკუთვნილი. ასეთ დროს, ინდივიდუალური შეკვეთით ჩამოგვაქვს ბაღებისთვის სათამაშოები.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

დიდი სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხის სათამაშოების კატეგორიაში გვაქვს ყველაზე დიდი ასორტიმენტი საქართველოში. ჩვენი ბიზნესი დაიწყო 50 სახეობის სათამაშოთი, დღეს უკვე ვებგვერდზე www.kidsspot.ge მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს 250-მდე სახეობის სათამაშო შეიძინოს. როგორც ყოველთვის, ყველა მათგანი აკმაყოფილებს არა მხოლოდ ევროპულ EN71, არამედ ამერიკულ, ბრიტანულ და კანადურ სტანდარტებს. მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შეუძლიათ შეიძინონ ისეთი განმავითარებელი ხის სათამაშოები, რომელიც არა მხოლოდ ბავშვის უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, არამედ აბსოლუტურად უვნებელია მათი ჯანმრთელობისთვის. საღებავები დამზადებულია წყლის ბაზაზე და არ შეიცავს მძიმე, ჯანმრთელობისთვის საშიშ მეტალებს. რა თქმა უნდა, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ და თითოეული სათამაშოსთვის შეგვიძლია წარვუდგინოთ ტესტ რეპორტები.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა ცალსახად მზარდია. მოთხოვნასთან ერთად, სამწუხაროდ ბაზარზე გამოჩნდნენ არაკეთილსინდისიერი გამყიდველებიც, რომლებიც სხვადასხვა ონლაინ ვებგვერდიდან გამოწერილ, გაურკვეველი წარმომავლობის, უხარისხო და საეჭვო შემადგენლობის სათამაშოებს სთავაზობენ მომხმარებლებს. სამწუხაროდ, რეგულაციები ასეთი პირებზე არ ვრცელდება. საბოლოოდ, მომხმარებელი შედის შეცდომაში. მშობლებს ჰგონიათ რომ რადგან დაბალბიუჯეტიან ხის სათამაშოს ყიდულობენ ბავშვს, ის აუცილებლად ეკო-მეგობრულია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ყველას ვურჩევთ, რომ სანამ დაბალფასიან სათამაშოს შეიძენენ, აუცილებლად მოითხოვონ ტესტ რეპორტები, რათა სათამაშოს ხარისხში დარწმუნდნენ. მხოლოდ სათამაშოს ყუთზე დატანილი სიმბოლოების საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანია, რომ მეტად ინფორმირებული გავხადოთ საზოგადოება ამ მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა