მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ერთობლივი კამპანია დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად

news image

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მრავალი წელია ხელს უწყობს ქვეყნის ენდემური სახეობების დაცვასა და კონსერვაციას. სწორედ ამ მიზნით, უკვე 13 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია.

საქართველოს ბუნების შენარჩუნების მიზნით კი, ფინანსური ინსტიტუტი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) ერთად, ახალ კამპანიას ახორციელებს, რომლის ინსპირაციის წყაროც საქართველოს ბანკის ლოგო გახდა. 

კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციები დიდ ბრენდებს, რომლებიც საკუთარ ლოგოებში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ, მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებას.

„კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია კავკასიის ბუნების ფონდთან თანამშრომლობს. CNF ეხმარება ყველა დაცულ ტერიტორიასა და ნაციონალურ პარკს უნიკალური სახეობების შენარჩუნებაში. აერთიანებს სხვადასხვა ცხოველსა და ფრინველს, რომლებსაც გადარჩენა და კონსერვაცია სჭირდებათ. გავაცნობიერეთ რა, რომ თავად ჩვენ, საქართველოს ბანკი, უკვე 24 წელია, ლოგოში ლომს ვიყენებთ. ამ პასუხისმგებლობამ გადაგვადგმევინა ნაბიჯი სხვა ბრენდებისთვისაც მიგვეწვდინა ხმა, გავერთიანებულიყავით ერთი მისიით და ეს ერთგვარი ვალი ბუნებისთვის დაგვებრუნებინა”, - ვკითხულობთ საქართველოს ბანკის განცხადებაში. 

საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კამპანიაში უკვე ჩაერთო ხუთი კომპანია:

  • Georgian Capital;
  • ასკანელი;
  • სარაჯიშვილი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ);
  • სმარტი;

კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) კომპანიებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ ინიციატივას და საკუთარი წვლილი შეიტანონ  ბუნების დაცვის საქმეში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მთავარი მიზანი საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდა და აღიარებაა - დორა

21.07.2025.18:00

„დორა“ არის ქართული ჯოხიანი კანფეტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2017 წელს, 9 წლის ასაკში დავიწყე, როგორც ჰობი და საინტერესო ექსპერიმენტი, - განაცხადა Business Insider Georgia - სთან კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი შეშაბერიძემ.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში „დორა“ პატარა სამზარეულოდან გადაიზარდა რეალურ საწარმოო პროცესში, რომელმაც მრავალი მომხმარებლის სიყვარული მოიპოვა.

„მიმდინარე ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ,,დორა,, ამზადებს ნებისმიერი სირთულის ჯოხიან კანფეტს როგორიც არის ფოტო კანფეტი, გამომშრალი ხილით, ღვინის კანფეტი და სხვა მრავალი სახის “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა პროდუქციის ქიმიური დანამატების გარეშე წარმოებაა.

„კომპანიის უპირატესობა არის ის, რომ ტკბილეული მზადდება ქიმიური დანამატების გარეშე ძველი ტრადიციული ,,მამალოს“ დამზადების მეთოდით, ასევე ის რომ კანფეტის სირთულე, „დორაში“ არ არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული კანფეტი მზადდება ხელით, ამიტომ მასში ჩაქსოვილია ძველი მამალოს სპეციფიკა, რაც ნოსტალგიურია იმ ადამიანებისთვის რომლებიც ძველად სახლში საკუთარი ხელით ამზადებდნენ მამალოს და ასევე ახალი თაობისთვის, რომლებიც ბაზარზე არსებული ჯოხიანი კანფეტებისგან განსხვავებულ მეტად ნატურალურ, სახალისო, გემრიელ და ქართულ პროდუქტს იღებენ “, - აღნიშნავს გიორგი შეშაბერიძე.

„დორას“ მთავარი მიზანი საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდა და აღიარებაა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში წარმოებული მამალო გახდეს მსოფლიო მასშტაბის წარმატებული ბრენდი „“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ისეთ ობიექტებში როგორიცაა : Wendy’s, Dunkin’ და სხვა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა