მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.5
-0.0023
flag
AZN 1.5994
-0.002
flag
CNY 39.556
0.0038
flag
EUR 3.1376
0.004
flag
GBP 3.6311
0.0025
flag
KZT 56.33
-0.0033
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.7189
-0.0034

საქართველოს ბანკისა და აზროვნების აკადემიის პარტნიორობით, ელექტრონულ კომერციაზე ბიზნეს სესია გაიმართა

news image

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და მხარდაჭერას განაგრძობს. ამმიზნით, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, აზროვნების აკადემიაში გაიმართა სესია თემაზე — ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია, რომელსაც გიორგი ბერეჩიკიძე, Veli.Store-ის ციფრულიმიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი გაუძღვა.

ლექცია განკუთვნილი იყო დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმადამიანებისთვის, ვინც ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაზე ფიქრობენ ან მას სტრატეგიულიმნიშვნელობა უკვე მიანიჭეს.

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული რჩევები იმაზე, თუროგორ უნდა მოერგონ ციფრულ სივრცეს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები და გაზარდონ ონლაინგაყიდვები.

ლექციაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკვანძო თემებზე:

  • რატომ არის აუცილებელი ბიზნესის გაციფრულება თანამედროვე ბაზარზე;
  • მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გზამკვლევი (customer journey);
  • ციფრული კომუნიკაცია, მონაცემთა გაციფრულება და ოპერაციების ავტომატიზაცია;
  • ონლაინ მაღაზიის შექმნის საფუძვლები და ციფრული გაყიდვების არხები;
  • შედეგების გაზომვის ინსტრუმენტები და წარმატების შეფასების მეთოდები.

ბიზნეს სესია საქართველოს ბანკისა და აზროვნების აკადემიის ლექციების ციკლის — „სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ“ ნაწილია. ლექციების ციკლი სპეციალურად დამწყები მეწარმეებისთვის შეიქმნა. სერიების მიზანია მონაწილეებმა ბიზნესის დაწყების პროცესსა და მართვაზე სიღრმისეული, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ.

აღსანიშნავიარომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის პლატფორმის — ბიზნეს 360°-ის ფარგლებში ხორციელდება. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობასრასაცსაქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისსაგანმანათლებლო აქტივობებს,პროგრამებსკვლევებსშეთავაზებებსა და ღონისძიებებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა

17.03.2026.18:54

ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.

ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.

SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა