საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა
საქართველოს ბანკის მიერ, ქართული YouTube ეკოსისტემისა და კრეატორების გაძლიერებისთვის შექმნილი პროექტ Creator-ის გამარჯვებული ცნობილია.
მთელი სეზონის განმავლობაში, 9 მონაწილე ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ბოლო ეპიზოდში კი მხოლოდ 2 მონაწილე - ვერიკო ბაზალი (Veriko Bazali) და ომარ კაკუშაძე (WildDoc)გადავიდა.
ფინალისტების გამოვლენა ჟიურისა და მაყურებლების შეფასების საფუძველზე მოხდა. პროექტის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა. მას საქართველოს ბანკისგან გადაეცა ფულადი პრიზი 20 000 ლარის ოდენობით.
“ჩემი პირველი ემოცია სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნება იყო. გახდე Creator-ის გამარჯვებული ნიშნავს, რომ ადამიანები გენდობიან და შენი სჯერათ. ეს ის მომენტია, როცა არ გაქვს უფლება გაჩერდე. გარდა ამისა, ახლა უფრო მეტი ყურადღებაა შენზე, თუ რას და როგორ გააკეთებ - ხარისხი, სიხშირე, საინტერესო შინაარსი. ეს, ერთი მხრივ, გამოწვევაა და, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა და ნდობა, რომელიც ჟიურიმ და მაყურებელმა გამომიცხადა - რაც ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და ძალიან მადლიერი ვარ ამის. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა შესაძლებლობებში და გამარჯვებამ მომცა ძალა და თავდაჯერება, ვაკეთო ის, რაც მინდა - ამისათვის კი საჭიროა, გადადგა პირველი ნაბიჯები და შემდეგ არ გაჩერდე”, - აღნიშნავს ვერიკო ბაზალი.
ინფორმაციისთვის, Creator-ის პროექტში დამწყებ იუთუბერებს აფასებდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ და ახალ დავალებებს აძლევდნენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთან, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავდა მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებდა და დავალების შესრულებაში ეხმარებოდა.
ფინალური ეპიზოდის სანახავად, ეწვიეთ ბმულს:
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
„აგროლეინი“ საუდის არაბეთში ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელთან თანამშრომლობას გეგმავს
18.02.2026.12:00
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, Gulfood -ზე 2 პავილიონით წარსდგა, ხოლო ღონისძიებას ჯამში 26 ქართული კომპანია დაესწრო. მათ შორის იყო ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Agrolane / აგროლეინი. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს და დირექტორს გიორგი ღვინიაშვილს ესაუბრა.
„ეს გამოფენა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლებია ჩვენ გალფის ქვეყნებში ვოპერირებთ და ვაწვდით მათ ჩვენს პროდუქციას. პრაქტიკულად ყოველ წელს გამოფენის შემდეგ გვემატება ახალი პარტნიორი კომპანიები, რის გამოც კონკრეტულად ჩვენთვის ეს ღონისძიება განსაკუთრებით ფასეულია.
დაინტერესება კვლავ მაღალია. ვგეგმავთ, რომ წელს საუდის არაბეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელთან დავიწყოთ თანამშრომლობა და მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია. ეს ქსელი ახალია ჩვენთვის, გამოფენაზე გავიცანით და გვაქვს მოლოდინი, რომ წელს შევძლებთ მუშაობის დაწყებას და სუპერმარკეტებში შესვლას “, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.
ინფორმაციისთვის, ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.