საქართველოს ბანკის, ვინდფორსის და ორგანიზაცია სისხლის უანგარო დონორების ინიციატივა საქართველოსთვის
საქართველოს ბანკმა ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორებთან“ და ციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო „ვინდფორსთან“ ერთად ახალი კამპანია წამოიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი პლატფორმის შექმნით ბანკი პარტნიორებთან ერთად სისხლის პოტენციურ დონორებს საშუალებას აძლევს, დააფიქსირონ მზაობა სხვისი დახმარებისთვის და გაიღონ სისხლი, როცა ეს სასიცოცხლოდ არის საჭირო.
თავიდან ინიციატივა 8400 თანამშრომელს, მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ერთმანეთისა და სხვების დასახმარებლად აერთიანებდა. თუმცა, პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და მასში ჩართვა უკვე ნებისმიერ მსრუველს შეუძლია.
რა არის საჭირო რომ გახდეთ დონორი?
უნდა დარეგისტრირდეთ პლატფორმაზე https://blooddonors.bog.ge/, რითიც დააფიქსირებთ დონაციის სურვილს. სისხლის ჯგუფისა და ლოკაციის გათვალისწინებით კი, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია “სისხლის უანგარო დონორები“ თავად დაგიკავშრდებათ.
„ ყველას მოვუწოდებთ, დარეგისტრირდით სისხლის უანგარო დონორების პლატფორმაზე, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, სხვების დახმარებაზე მზაობა დააფიქსიროს. ჩვენს ერთობას უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“,- ამბობენ საქართველოს ბანკში.
8400 თანამშრომელი, მეგობრები, ოჯახის წევრები ერთისთვის.
საქართველოს ბანკი – საქართველოსთვის
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.20:26
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.
ინვესტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“ „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.