მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7082.3
0.0108
flag
AZN 1.586
-0.0005
flag
CNY 38.49
0.004
flag
EUR 3.1777
-0.0026
flag
GBP 3.6482
0.0037
flag
KZT 52.86
0.0028
flag
TRY 0.0629
0
flag
USD 2.6966
-0.0004

საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს

news image

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. იმისათვის, რომ განათლებისა და შემეცნების პროცესი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა წიგნის კუთხეებია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რომელიც ქართველ მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ მათთვის სასურველ ლიტერატურას ქართულ ენაზე.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი წიგნის კუთხე ხელმისაწვდომია დუბლინში (ირლანდია), ათენისა (საბერძნეთი) და ბარსელონას (ესპანეთი) საკვირაო სკოლებში.

ამასთან, „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ თანამშრომლობით, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა საბერძნეთში (ათენი), ესპანეთში (მადრიდი), კორეაში (სეული).

საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეების პროექტი გრძელდება და სულ მალე მსოფლიოს მასშტაბით ახალ ლოკაციებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების სივრცის შესაქმნელად, ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლის 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე.

თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა

26.12.2025.15:23

ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ „თეგეტა ჰოლდინგმა“ ლარში დენომინირებული, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები (SLB) წარმატებით განათავსა. ემისიის მოცულობა 260 მილიონი ლარია. საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ეს ეროვნულ ვალუტაში გამოშვებული SLB ობლიგაციების პირველი შემთხვევა და ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა. ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 6m + 3%-ით განისაზღვრა.

 

ობლიგაციების ძირი თანხის 50% 3 წელიწადში დაიფარება, მეორე ნაწილი კი - 5-ში. ინვესტორები სარგებელს ნახევარწლიურად მიიღებენ. მდგრადობასთან დაკავშირებული ბონდების მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია (ADB). ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია - მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ნაწილი ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმაც შეიძინეს.

ემისიის შედეგად მოზიდული ფინანსური რესურსი მთლიანად მდგრადი განვითარების მიზნებს მოხმარდება.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების განთავსება ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტოა. ეს ნაბიჯი ნათლად ადასტურებს „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც გამოცდილი და მაღალი სანდოობის მქონე კორპორაციული ემიტენტის, ძლიერ პოზიციას. ამასთანავე, ასახავს ჩვენს სტრატეგიულ ხედვას - განვავითაროთ ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც SLB სტანდარტებს შეესაბამება და საერთო ეკოლოგიური სარგებელი მოაქვს.

მივყვებით ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიას და ვაგრძელებთ ინვესტირებას ისეთ პროექტებში, რომლებიც ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას, აძლიერებს ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურას და ამყარებს ჩვენს ლიდერ პოზიციას რეგიონში. მიგვაჩნია, რომ ასეთი ფინანსური ინსტრუმენტები არა მხოლოდ ზრდის კომპანიის კონკურენტუნარიანობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე და, ამასთან ერთად, ხსნის ახალ შესაძლებლობებს კერძო სექტორისთვის, მით უფრო საავტომობილო სექტორში“.

 

ემიტენტის მიერ აღებული ვალდებულებების ჩარჩო დოკუმენტი აზიის განვითარების ბანკთან კოორდინაციით მომზადდა. მკაფიოდ გაწერილი მიზნები პროსპექტით გათვალისწინებულ ვადებში უნდა შესრულდეს. მდგრადი ტრანსფორმაციის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ პასუხისმგებლობას იღებს: შექმნას სრულად დაბალემისიანი ბიზნესმოდელი, ასევე SLB ემისიით მობილიზებული თანხის ნაწილი ლიზინგისა და ფლიტ-მენეჯმენტის მიმართულებების განვითარებაზე დახარჯოს, რაც საქართველოსა და სომხეთში ავტოპარკების ეტაპობრივ ჩანაცვლებას და ეკომეგობრული, ჰიბრიდული და ელექტრიფიცირებული ავტომობილების წილის ზრდას უზრუნველყოფს. ამასთანავე, „თეგეტა“ ვალდებულია, ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის განვითარება შეუფერხებლად განაგრძოს.

ლესლი ბეარმან ლამი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში: „მოხარულები ვართ, „თეგეტასთან“ პარტნიორობის გაღრმავებით. 2023 წელს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოვუშვით საქართველოში პირველი მწვანე ობლიგაციები ლარში, და ახლა მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციები ლარში. ეს ტრანზაქცია არა მხოლოდ მწვანე ტრანსპორტს ავითარებს; ლარში გამოშვებით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრების გაღრმავებაში და ქმნის მნიშვნელოვან პრეცედენტს დეკარბონიზაციასთან შესაბამისი ინვესტიციებისთვის კავკასიის რეგიონში“.

მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები „თეგეტა ჰოლდინგმა“ თიბისი კაპიტალთან და გალტ & თაგარტთან პარტნიორობით გამოუშვა. ტრანზაქციის იურიდიული მრჩევლები BLC და Dentons იყვნენ.

გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი: „მოხარულები ვართ, კიდევ ერთხელ შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში და ვიმუშაოთ ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“. 260 მილიონ ლარამდე მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემისია ახალი მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც კომპანიისთვის, ისე ბაზრისთვის.

ეს ტრანზაქცია თვალნათლივ აჩვენებს, რომ  საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და წამყვანი ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კაპიტალის ბაზარი მასშტაბური, გრძელვადიანი ინსტრუმენტების შეთავაზებისთვის მზად არის. „თეგეტა“ კვლავ ამყარებს პოზიციას, როგორც აქტიური ემიტენტი, ხოლო ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა ბაზრისადმი ნდობასა და განვითარების მზარდ პოტენციალზე ნათლად მიუთითებს“.

მდგრადობასთან დაკავშირებულ ტრანზაქციას „თეგეტა“ თიბისი კაპიტალთან ერთად უკვე მეორედ ახორციელებს. 2023 წელს საფინანსო ინსტიტუტი „თეგეტა ჰოლდინგის“ მწვანე ემისიის მხარდამჭერი იყო.

ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი: „თიბისი კაპიტალსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც ჯამურად უკვე 600 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაცია გვაქვს გამოშვებული. ბოლო, 260 მილიონი ლარის, ფასიანი ქაღალდების ემისია ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ. ხაზგასასმელია, რომ ეს მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციაა, რომელიც ლარშია დენომინირებული - მსგავსი ტრანზაქციების მხარდაჭერა თიბისი კაპიტალისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებამ საქართველოში შექმნა რეალური შესაძლებლობა, ქართულმა კომპანიებმა ადგილობრივ ბაზარზე მასშტაბური მოცულობის დაფინანსება მოიზიდონ”.

ქართული კაპიტალის ბაზარზე „თეგეტამ“ პირველი წარმატებული ემისია 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. კომპანიის პორტფელშია ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ტრანზაქცია და 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოშვება. 2023 წელს კი, საავტომობილო სექტორში, რეგიონის მასშტაბით პირველად, „თეგეტა ჰოლდინგმა“ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და ავტოსფეროში ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) პრინციპების დანერგვას შეუწყო ხელი.

თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა