საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე” რეგისტრაცია გრძელდება
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამაში რეგისტრაცია 3 თებერვლამდე გრძელდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge.
ლიდერატორის პროგრამა 8 თვე გრძელდება. ის ანაზღაურებადია და აერთიანებს ინტენსიურ ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ახლოდან გაეცნონ ბანკის მუშაობის პროცესს და იმ პროდუქტების შექმნას, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსისსტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები.
2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:
ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ბოლოს ₾66.93 მილიარდი შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
2026 წელს LisiWine-Meskhishvili Winery საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს
27.01.2026.16:00
LisiWine-Meskhishvili Winery დაახლოებით ერთი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ობიექტი ლისის ტბის ახლოს მდებარეობს. კომპანია ტურიზმის სექტორში მოღვაწეობის პარალელურად, ღვინის წარმოებითაც არის დაკავებული. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე LisiWine-Meskhishvili Winery-ის დამფუძნებელ ილია მესხიშვილს ესაუბრა.
"როგორც მოგეხსენებათ, წინა წლებში მხოლოდ კორპორატიული ღონისძიებების მიმართულებით ვსაქმიანობდით. 2025 წელს კი გადავედით სტუმრების ყოველდღიურ მიღებაზე. ვმასპინძლობდით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს. საერთო ჯამში წელს დადებითად ვაფასებთ, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ვგეგმავთ, ცნობადობის გაზრდას ქართველი მომხმარებლებისთვის, შემდეგ კი უცხოელებისთვის. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ტურისტებზე, რათა მათთვის ჩვენი ობიექტის მოძიება უფრო მარტივი იყოს.

ღვინის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ექსპორტს პორტუგალიაში და მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. პორტუგალიაში ყოველწლიურად ტარდება ქვევრის ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც LisiWine ქართულ ღვინოს წარადგენს. ჩვენი ღვინო იქ დიდ მოწონებას იმსახურებს, რაც განსაკუთრებულად გვახარებს.

ვგეგმავთ ექსპორტის გაძლიერებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინეთსა და ამერიკასთან და ველით პროცესის დადებით განვითარებას ", - აცხადებს ილია მესხიშვილი.
ცნობისთვის, ლოკაცია ლისის ტბიდან ავტომობილით დაახლოებით 4 წუთის სავალ გზაზეა. გარემო გამოირჩევა განსაკუთრებული სიმშვიდითა და სიმყუდროვით.