მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

news image

საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ სამუშაო გარემოში პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგან.

ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მიღება 20 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს დასრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამებს გაეცნონ და განაცხადი გააგზავნონ აქ.

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ინტენსიურ ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ სამუშაო გამოცდილებას დაკავშირებულ დეპარტამენტებში. ლიდერატორებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ბანკის სტრუქტურა და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში განაგრძო.

ინფორმაციისთვის, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები. 

2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:

• კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
• პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
• სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;
• საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
• მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოალურობის მართვა;
• საბანკო სამართალი;
• ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
• მონაცემთა მეცნიერება;
• IOS დეველოპმენტი;
• მარკეტინგი;
• ტალანტების მოზიდვა და განვითარება;
• ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Kiwi Post-მა წერეთლის გამზირზე ფილიალი გაიხსნა

18.02.2026.13:00

Kiwi Post • კივი პოსტი გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ ახალი ფილიალი წერეთლის გამზირზე გახსნა. 

„გელოდებით ჩვენს ახალ ფილიალში: თბილისი, წერეთლის 76.

თუ ჯერ კიდევ არ ხარ კივის მომხმარებელი, დარეგისტრირდი ეხლავე და გამოიწერე ამანათები 7 ქვეყნიდან:
  • ამერიკიდან
  • დიდი ბრიტანეთიდან
  • თურქეთიდან
  • ჩინეთიდან
  • პოლონეთიდან
  • საბერძნეთიდან
  • ესპანეთიდან
გადმოწერე კივის განახლებული აპლიკაცია როგორც Android-ზე, ისე iOS-ზე და ისარგებლე კიდევ უფრო კომფორტული და სწრაფი მომსახურებით!
Android: https://shorturl.at/tOvgh“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა