საქართველოს ბანკის sCoolApps-ს უკვე 150,000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს
მოზარდები ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ადრეულ ასაკში ჰქონდეთ საჭირო საბაზისო ცოდნა, რადგან ფინანსური განათლება მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია.
sCoolApp, რომელსაც უკვე 150 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს ამ პროცესს უფრო მეტად საინტერესოს და მარტივს ხდის. აპლიკაცია მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსური ოპერაციები, ხოლო მშობლებს კი - დისტანციურად აკონტროლონ მათი აქტივობები.
sCoolApp მოსწავლეებს არაერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს:
ფინანსური ოპერაციები
თანხის გადარიცხვა, მობილურის შევსება, ხარჯების გაყოფა მეგობრებთან და მშობლებთან - ამ ყველაფრის გაკეთება ბავშვს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია.
ყულაბა
მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი მიზნებისთვის sCoolApp-ში ყულაბა გახსნან. დაგროვების ეს მეთოდი ბავშვებისთვის მოტივაციაა, რომელიც, ამავდროულად, მიზნისკენ სვლასაც ასწავლის.
მეგობრის მოწვევა
აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ მოსწავლე მარტივად იპოვის მოწვევის კოდს, რომლის გაზიარება მეგობრებთან შეუძლია. მოსწავლემ sCoolApp-ში მოცემული ინდივიდუალური კოდი მეგობარს უნდა გაუზიაროს, რომელსაც ის რეგისტრაციისას მიუთითებს. მას შემდეგ, რაც კოდით მეგობარი დარეგისტრირდება ორივე 5-5 ლარს მიიღებს. (კვირაში მაქსიმუმ 10 მოწვევა).
შეთავაზებების სივრცე
სასიამოვნო და მხიარული დროის გატარება სკოლის მერე ყველას სურს, საჭიროა მხოლოდ sCoolApp-ში შესვლა, სადაც დახვდებათ სპეციალურად მათზე მორგებული აქციების სივრცე. მოსწავლეებს შეთავაზებების გააქტიურება აპლიკაციაშივე შეუძლიათ. ამის შემდეგ კი კვების ობიექტზე ბარათის პოსტერმინალზე გატარებაღა რჩება.
და ბოლოს, არ გამორჩეთ sCoolApp-ის საჩუქრების კამპანია
გარდა აპლიკაციის ყოველდღიური შესაძლებლობებისა, არ დაგავიწყდეთ, რომ sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია გრძელდება. კამპანიაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ თავისი კოდით sCoolApp-ში 3 მეგობარი უნდა მოიწვიოს. მეგობრების რეგისტრაციის შემდეგ, ის 1500-მდე საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს, მათ შორის: PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა. (საჩუქარს VELI.store-ის ვაუჩერის სახით მიიღებს.)
კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად შეუკვეთავთ. ამისთვის, BOG App-ში მარტივი პროცესის გავლაა საჭირო, რის შემდეგაც ჯადოსნური თავგადასავლები ყოველდღიურ სახეს მიიღებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ჰედვაის აკადემიაში - დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით
სხვა სიახლეები
13.10.2025.19:00
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრები ძალიან ხშირად ვმსჯელობთ, თუ როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია და ამას განვიხილავთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, რადგანაც ეს კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო და სადაც ტურიზმის განვითარებასა და ამ დარგში არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა.
ნატა კვაჭანტირაძის თქმით, ტურიზმის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული სხვა მომიჯნავე დარგების განვითარებაზეც.
„ძალიან ხშირად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში, რომ ეკონომიკის მთავარი ხაზი გადის ტურიზმზე და თავისთავად ტურიზმი გახლავთ ის მიმართულება, რომელსაც შემდგომ ებმის სხვადასხვა მიმართულებები, როგორც დარგების კუთხით, ზოგადად ტურიზმი ემყარება ძალიან ბევრ გვერდით დარგებს. ტურიზმის ინფრასტრუქტურა ვერ იარსებებს თუ კი არ არის სოფლის მეურნეობა, თუ კი არ არის საგზაო ინფრასტრუქტურა გამართული და ასე შემდეგ. მაღალმხარჯველი ტურისტი პრიორიტეტია, მაგრამ მე პირადად ხშირად მიწევს იმის აღნიშვნა, რომ ამ ინიციატივის უკან არის სხვა თანამდევი გამოწვევები. გამოწვევები, რომელიც პარალელურ რეჟიმში უნდა მოგვარდეს. ამაზე ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ როგორც საჯარო სექტორთან, ასევე იმ ძირითად მხარეებთან ვისაც ეს ეხება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მაღალმხარჯველ ტურისტზე, აქ თანმდევი ფონი არის ის, რომ გვჭირდება სწორი განათლება, სერვისზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესება, ხარისხში დახვეწა - ტურიზმში ზოგადად. ვინ არის მაღალმხარჯველი ტურისტი? თუ ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლეს კატეგორიაზე, რა თქმა უნდა ამ კატეგორიის მომხმარებელი გამოირჩევა ძალიან ფუფუნებაში გადასული შეთავაზებებით, მაგრამ როცა მხარჯველუნარიან მომხმარებელზე მიდის საუბარი და განვიხილავთ ამ საკითხებს მხოლოდ ელემენტარული გამოსწორების საკითხები უნდა დადგეს, რომელიც უკავშირდება სერვისის დონის გაუმჯობესებას, დასაქმებულთა ხარისხობრივ მაჩვენებელს, განათლების დონეს, რომელიც პროფესიულ კოლეჯებზე გადის და აქ ძალიან ბევრი ინიციატივები ჩნდება, რომელიც მიბმულია სწორ ინფრასტრუქტურასთან და ძალიან ბევრი თანმდევი საკითხია. ასოციაციის წევრები ძალიან ხშირად ვმსჯელობთ თუ როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია და ამას განვიხილავთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, რადგანაც ეს კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ კერძო სექტორი ვერაფერს ვერ გადაწყვეტს, თუ მხარდამჭერი მექანიზმები არ არსებობს და ჩვენი ასოციაციის ჭრილში ხშირად გვაქვს მიმართვიანობა, ხშირად ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ვმართავთ კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატში და საკმაოდ საინტერესო ინიციატივები შემოდის, რაც გვეხმარება ჩვენ სექტორს განვსაზღვროთ პრიორიტეტები, განვსაზღვროთ განვითარების სამომავლო ხედვები, როგორც ბიზნესებმა. ასოციაცია არის კერძო ბიზნესების ორგანიზაცია და დივერსიფიცირებულია ასოციაციის წევრებიც და ყველაზე მორგებულ ინიციატივებს ვაჟღერებთ, როცა ასეთი დიალოგის ფორმატები ჩნდება“, - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.