საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ზაფხულის დიდი კამპანია გრძელდება
მოსწავლეების პირველ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში საზაფხულო კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც აპლიკაციაში 3 მეგობარს მოიწვევს, ონლაინ მაღაზიის ვაუჩერს მიიღებს და 1500-მდე სახეობის საჩუქრიდან ერთ-ერთის შერჩევას შეძლებს. საჩუქრებს შორისაა PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა.
როგორ მუშაობს კამპანია:
კამპანია 1 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბრამდე ან ვაუჩერების ამოწურვამდე გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის, sCoolApp-ი ციფრული სივრცეა მოსწავლეებისთვის, რომელშიც ბავშვს სახალისო და პრაქტიკული ფუნქციონალები დახვდება. მისი მეშვეობით მოსწავლეები ფინანსურ დამოუკიდებლობას სწავლობენ. sCoolApp-ს უკვე 100,000-ზე მეტი ბავშვი ყოველდღიურად იყენებს. აპლიკაციის გადმოწერა უფასოა და ის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ საჩუქრებსა და შეთავაზებებს აერთიანებს.
თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს მოსწავლის ბარათი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ და ბარათს სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ.
ზაფხულის კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.