მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

საქართველოს ბანკის საზაფხულო შეთავაზებები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

news image
mbc image

საქართველოს ბანკმა ზაფხულის სეზონზე Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალურიშეთავაზებები მოამზადა. მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აგვისტოს ბოლომდე კვების ობიექტებსა და გასართობი სივრცეებში  ფასდაკლებებითა და ქეშბექით ისარგებლონ, ასევე „სქულები“ დააგროვონ. შეთავაზებების სია კი ასეთია:

კვების ობიექტები

30%-იანი ფასდაკლება Helmetarium-ში sCool Card-ის მფლობელებისთვის. Helmetarium კაფე-ბარი დრაივია, სადაც ბურგერების დაგემოვნებაა შესაძლებელი; 

35%-იანი ფასდაკლება Luna Pizza Bar-ში ნებისმიერი პიცის შეძენისას Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელებისთვის;

35%-იანი ქეშბექი Amai-ში Student Card და sCool Card-ის მფლობელებისთვის. Amai-ში ჰაეროვანი იაპონური კასტელას ნამცხვრების დაგემოვნებაა შესაძლებელი;

30% ქეშბექი Book Cafe Biblusi-ში Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელებისთვის. Book Cafe Biblusi-ში საინტერესო წიგნები და გემრიელი კერძები გელოდებთ;

20% ქეშბექი Posh Nosh-ში (მაქსიმუმ 30 ლარი) sCool Card-ის მფლობელებისთვის. „პოშ-ნოში“ სწრაფი კვების მოყვარულებს მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს;

20% ქეშბექი Taiko-ში (მაქსიმუმ 30 ლარი) sCool Card-ის მფლობელებისთვის. Taiko რესტორანია აზიური სამზარეულოს მოყვარულთათვის;

ყოველ სამშაბათსა და შაბათს, Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები Cinammon-ში 30% ქეშბექსმიიღებენ. Cinammon კაფეა, სადაც დარიჩინის ახლადგამომცხვარი ფუნთუშებს დააგემოვნებთ;

Meama Collect-ში 20% ქეშბექი Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის;

ყოველ პარასკევს და შაბათს, sCool Card-ის მფლობელები თოლიას ობიქტებში 20% ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 20 ლარს ჯამურად). 

ქეშბექით სარგებლობისთვის აუცილებელია შეთავაზების გააქტიურება sCoolApp-ში და საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდა.

31 აგვისტოს ჩათვლით ჩათვლით Student და sCool Card-ის მფლობელები Food & Market-ში ჩიზბურგერის შეძენისას მეორეს საჩუქრად მიიღებენ.

2 ივლისიდან 31 აგვისტომდე Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები Ominusha-ში ნებისმიერ სახის რამენს 1+1 აქციით შეიძენენ.

გასართობი ობიექტები

31 აგვისტოს ჩათვლით, Student და sCool Card-ის მფლობელები მთაწმინდის პარკში ექსტრემალური ატრაქციონებით  7-ჯერ სარგებლობას 30 ლარად შეძლებენ.

სქულების შეთავაზებები sCoolCard-ის მფლობელებისთვის

  • 5-ჯერ მეტი სქულა: Dunkin'-ში, Wendy's-ში და Subway-ში;
  • 40% ფასდაკლება სქულებით გადახდისას: Dunkin'-ში, Subway-ში, პენდანტში, Big Sam-ში, Altersocks-ში, სულაკაურის გამომცემლობის წიგნის მაღაზიებში, Mugsy's Burger-ში;
  • 30% ფასდაკლება სქულებით გადახდისას Wendy's-ში.

შეთავაზებებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდა.

თუ არ გაქვს Student Card, გადადი ბმულზე და შეუკვეთე მომენტალურად: https://go.bog.ge/4ckNROE

თუ არ გაქვს sCool Card, გადადი ბმულზე და შეუკვეთე მომენტალურად: https://go.bog.ge/3JVqcIv

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Fredo Handmade საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას გეგმავს

12.06.2026.18:00

Fredo Handmade არის ხელნაკეთი ჩანთების, აქსესუარებისა და სამკაულების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც ბაზარზე ცხრა წელია ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და განვითარების მიმართულებებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, სოფი უზნაძეს ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს დღეს Fredo Handmade-ს და როგორია მომხმარებლების გამოხმაურება ახალ კოლექციაზე?

Fredo Handmade უკვე 9 წელია ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ ხის ჩანთებს, რომლებიც აერთიანებს ქართულ ხელოვნებასა და თანამედროვე დიზაინს. მუდმივად ვმუშაობთ ახალი მოდელების, ფერებისა და პერსონალიზაციის შესაძლებლობების დამატებაზე, რათა თითოეული ჩანთა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული იყოს. ახალი კოლექცია ძალიან დადებითად მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მომხმარებლებმა. განსაკუთრებით მოსწონთ პროდუქტის ორიგინალურობა, ხარისხი და ის ფაქტი, რომ თითოეული ჩანთა ინდივიდუალური ხელწერით იქმნება.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა და რომელი პროდუქტებია ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული?

ბოლო წლებში მომხმარებლები უფრო მეტად ეძებენ განსხვავებულ და გამორჩეულ აქსესუარებს, რაც ხელნაკეთი პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდაშიც აისახა. დღეს ყველაზე მოთხოვნადია ჩვენი ხის ჩანთები, განსაკუთრებით პერსონალიზებული მოდელები, რომლებზეც მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილის მიხედვით დაამატონ წარწერები ან დიზაინის ელემენტები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე სასაჩუქრე შეფუთვა, ბრენდირებული ხის ყუთები, რომლებიც პროდუქტის ღირებულებას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე და როგორ პასუხობს Fredo Handmade მომხმარებლის მოთხოვნებს?

დღევანდელ ბაზარზე განსაკუთრებით აქტუალურია ეკომეგობრული, ხელნაკეთი და პერსონალიზებული პროდუქცია. მომხმარებლებს სურთ ნივთები, რომლებიც მასობრივ წარმოებაში არ გვხვდება და მათ ინდივიდუალობას გამოხატავს. Fredo Handmade სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს, ვქმნით მცირე რაოდენობის უნიკალურ კოლექციებს და მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი პროდუქტის დიზაინის შექმნაში.

რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ჩვენი მიზანია Fredo Handmade კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ საერთაშორისო ბაზარს და გავაძლიეროთ ქართული ხელნაკეთი პროდუქციის პოზიციები უცხოეთში. პარალელურად, ვმუშაობთ ახალი კოლექციების შექმნაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე. გვინდა, რომ Fredo Handmade ასოცირდებოდეს ხარისხთან, ორიგინალურობასთან და ქართულ ხელოვნებასთან, ხოლო ჩვენი თითოეული პროდუქტი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ემოციას ქმნიდეს.

ინფორმაციისთვის, ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მზა დიზაინებს, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს, რაც თითოეულ ჩანთას უნიკალურობას ანიჭებს. პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა